„მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესისა და ანაზღაურების პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 21/06/2023
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016160
34
21/06/2023
ვებგვერდი, 22/06/2023
310150000.55.067.016160
„მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესისა და ანაზღაურების პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №34

2023 წლის 21 ივნისი

ქ. ბათუმი

„მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესისა და ანაზღაურების პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი საქმიანობის წესისა და ანაზღაურების პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 დეკემბრის №31 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 12 თვის გამოცდილება უფროსი თანაშემწის ან მეორე მექანიკოსის რანგში; ან“

ბ) ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 12 თვის გამოცდილება ელექტროტექნიკოსის რანგში;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი