„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 06/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.10.003.001.160
  • Word
215
05/11/2008
სსმ, 160, 06/11/2008
040.090.000.10.003.001.160
„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №215

2008 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებით (სსმ III, 2008 წ., №10, მუხლი 107) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ყადაღის დადება ადმინისტრაციული აქტია. იგი ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), ძალაში შედის მოვალისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე და უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) გამომცემ საგადასახადო ორგანოს;

გ) სათაურს;

დ) საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ე) გამოცემის დროსა და ადგილს;

ვ) გამომცემი საგადასახადო ორგანოსაგან მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ფასიანი ქაღალდები და/ან ფასიანი ნივთები შესანახად ამოიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის მიერ, თუ არსებობს ყადაღადადებული ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული ნივთები რჩება მოვალესთან, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით.“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. ქონებაზე ყადაღის მოხსნა

1. მოვალის ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება:

ა) აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვისთანავე;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ან გაკოტრების საქმისწარმოებისას ყადაღადადებული ქონების დადგე-ნილი წესით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში;

გ) თუ საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესია;

დ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ყადაღადადებული ქონების გაყიდვა და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას გადასახადის გადამხდელის მომართვის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე ორი სამუშაო დღის განმავლობაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის უფლების გაუქმების (ყადაღის მოხსნის) თაობაზე და უგზავნის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.“.

4. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    გ. მგალობლიშვილი

 

დანართი №2

 

 

ა ქ ტ ი

 

მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ

 

_________________________   _________________ 200    წ.______________

  (  აქტის შედგენის ადგილი)                    (რიცხვი, თვე)                        (საათი და წუთი)

 

რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/

საგადასახადო ინსპექციის

 

№______ ბრძანების საფუძველზე   ______________________________________________    

რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო

ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის დასახელება

 

______________________________________________________________________________

(რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის

წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)

 

მოვახდინე მოვალის ____________________________________________________________         

                                                                           (მოვალის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი)

             

ქონების დაყადაღება (აღწერა)

 

შემდეგი პირების თანდასწრებით:

1. ___________________________________________________________________________

(სახელი, გვარი და მისამართი)

2. ___________________________________________________________________________

(სახელი, გვარი და მისამართი)

______________________________________________________________________________

 

მოვალე (მოვალის წარმომადგენელი): ___________________________________________

                                                                                        (სახელი, გვარი და მისამართი)

 

აღწერილ იქნა შემდეგი ქონება (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალესთანაა, მას ეკუთვნის):

 

საგნების დასახელება და აღწერა (განმასხვავებელი ნიშნები, ცვეთა და სხვა)

ზომის ერთეული (ზომა, წონა, მეტრაჟი და სხვა)

 

 

თითოეული საგნის შეფასება ლარებში

 

აღნიშნული საგნების ან/და სადგომის დალუქვის შესახებ აღნიშვნა და დადებული ლუქების (ბეჭდების)რაოდენობა და ნომრები

 

 

 

ერთეულის                                                                                                ფასი

საერთო ღირებულება

 

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყადაღადადებული ქონების საერთო ღირებულება  ___________________________ ლარი

                                                                                                        თანხა სიტყვიერად                                                 

 

თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, აღწერილი ქონების შეფასება განხორციელდება არა უგვიანეს ორი თვის ვადაში საგადასახადო ორგანოს ან ექსპერტის/აუდიტის მიერ, დაერთვება მოვალის დაყადაღების (აღწერის) აქტს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

 

ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაბარდა ______________________________________                    

                                                                                                                (შემნახველის სახელი და გვარი)                            

_________________________________________________ , რომელსაც განემარტა

                           (მისამართი)

 

საქართველოს სსსკ 377-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი ამ ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების ან/და ქონების შესანახად გადაცემისათვის.

 

მოვალეს და დამსწრე პირებს განემარტათ, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებები საჩივრდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.

 

ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი შედგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მისი სისწორე დასტურდება ხელმოწერით:

                                               

რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/

საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი                  /____________________/         

 

დამსწრეები:     

 

1                                                                                            /____________________/

 

2.                                                                                        /____________________/

 

მოვალე:                                                                                     /____________________/                                    

ქონების შემნახველი:                                                    /____________________/                         

                                                                                                  (სახელი და გვარი)

 

                                            

 

შენიშვნა: __________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________