დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.017083 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებიც გადიან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს, აღნიშნული კურსის განმავლობაში მიეცემათ წოდებრივი სარგო ყოველთვიურად 1250 ლარის ოდენობით ფაქტობრივად ნამსახურები კალენდარული დღეების პროპორციულად.“. 2. მე-16 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №23).“. 3. 242 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 243 მუხლი: „მუხლი 243 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსს, ეროვნული გვარდიის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსს, სპეციალური ოპერაციების ძალების ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსს, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 375 ლარის ოდენობით.“. 4. №21 დანართის შენიშვნის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ დანართით გათვალისწინებულ თანამდებობებზე არ ვრცელდება ამ ბრძანებით გათვალისწინებული დანამატები, გარდა საკლასო ჩინის და ამ ბრძანების 241, 243 და 31-ე მუხლებით განსაზღვრული დანამატებისა.“. 5. №7 დანართის: ა) მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) მე-11 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. 6. №23 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის მოსამსახურეთა დანამატები“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 – მე-6 პუნქტები გავრცელდეს 2023 წლის პირველი ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები