დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.22.034.017366 |
|
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, 02/07/2007 წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 219 მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ა1“ ქვეპუნქტი: „ე.ა1) ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ან/და ფოტოსურათი.“. 2. 2110 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. ამ წესის 219 მუხლის „ე.ა“, „ე.ა1“ და „ე.გ“–„ე.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემის მოთხოვნის მიზნებისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს წარმოადგენს ამ წესის 218 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესახებ ავტორიზებული საწარმოს მოთხოვნა, რომელშიც დოკუმენტბრუნვის სისტემის სათანადო ველში მითითებულია მხოლოდ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის უნიკალური ნომერი ან/და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), ან მხოლოდ საჯარიმო ქვითრის ნომერი, თუ ავტორიზაციის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები