„ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016653
31
06/06/2023
ვებგვერდი, 07/06/2023
010250050.35.137.016653
„ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2023 წლის 6 ივნისი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 დეკემბრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2019, 010250050.35.137.016475), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ზედა მარცხენა კუთხეში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ინდივიდუალური ნომერი, რომელიც ივსება ბურთულიანი კალმით. ოქმის ზედა მარჯვენა კუთხეში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი სერია. ოქმის ინდივიდუალური (ექსკლუზიური) სერიის ნომერი შედგება 6 ციფრისაგან, რომლის ნუმერაცია თანმიმდევრულად ხორციელდება შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ, ნუმერატორით მითითებული ნომრით. ოქმის ქვედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) დაიტანება დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდება ინიციალებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“ და პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დადგენილი წესით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან: საჯარიმო ქვითარი და საჯარიმო ქვითრის ყუა. საჯარიმო ქვითრისა და საჯარიმო ქვითრის ყუას ზედა მარჯვენა კუთხეში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური (ექსკლუზიური) ნომერი. საჯარიმო ქვითარის ინდივიდუალური (ექსკლუზიური) ნომერი შედგება 6 ციფრისაგან, რომლის ნუმერაცია თანმიმდევრულად ხორციელდება შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ, ნუმერატორით მითითებული ნომრით. საჯარიმო ქვითარის მეორე მხარეს ზედა მარჯვენა კუთხეში უნდა იყოს განმარტება კანონის შესაბამისად, განმარტების ქვევით (დამკვირვებლის პოზიციიდან) დაიტანება დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სახელწოდება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“ და პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დადგენილი წესით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი