დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.107.016428 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2022 წ. სარეგისტრაციოკოდი:010250020.35.107.016411) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2023 წელს ხანძრით, სტიქიით და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა),“; ბ) მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2023 წელს ხანძრით, სტიქიით და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა)“; გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხანძრით, სტიქიური მოვლენებით (დიდთოვლობა, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.) და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარიდან 7000 (შვიდი ათასი) ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით, მერიის შესაბამისი კომისიის მიერ შედგენილი დასკვნის შესაბამისად.“; დ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დახმარება მიეცემათ: ა) პრობაციონერებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირებს, რომელთა გათავისუფლებიდან გასულია არაუმეტეს 3 წელი; ბ) მშობელს, რომელიც მარტო ზრდის არასრულწლოვან ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილებს; გ) უსახლკარო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; დ) ხანდაზმულ (პენსიონერი) პირებს.“; ე) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ხანძრის, სტიქიური მოვლენების და მეწყრული პროცესის შემთხვევაში, თუ ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, მერიის შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე გაიცემა ყოველთვიური ფულადი თანხა ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის, არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე.“; ზ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გაუსაძლის პირობებში მყოფ მოქალაქეებს შეიძლება გაეწიოთ დახმარება საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და შეშით უზრუნველყოფის მიზნით (ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება, საცხოვრებელი სახლის შეკეთება, გადახურვა, საშენი მასალების შეძენა და ა.შ.) თანხა განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარიდან 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე. შეშის ზღვრული მოცულობა განისაზღვრება 3 მ3-მდე ოდენობით, ხოლო შეშის შესაძენი ფულადი თანხის ოდენობა – არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები