„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვარის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.024044
211
05/06/2023
ვებგვერდი, 07/06/2023
010220020.10.003.024044
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვარის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211 

2023 წლის 5 ივნისი

   ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვარის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვარის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2011, 010220020.10.003.016206) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური

მომსახურების სახე

მომსახურების

ვადა

მომსახურების ტარიფი ლარში (დღგ-ის ჩათვლით)

1

საექსპორტო ან/და იმპორტირებულ   ღვინოზე, ღვინისეულ სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე, სპირტიან სასმელზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა, ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილ ყურძნის ტკბილსა და ყურძნის წვენზე VI 1 სერტიფიკატის გაცემა

1 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

4 და მეტი სამუშაო დღე

300

250

150

50

2

საქართველოში წარმოებულ და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილ ღვინოზე, მათ შორის, ჩამოსასხმელ ღვინოზე, ღვინისეულ სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე, სპირტიან სასმელზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის  ეთილის სპირტზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა

1 სამუშაო დღე

უფასო

3

მეწარმის მიერ დამტკიცებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციის შეთანხმება

თითოეულ დასახელებაზე

300

4

ღვინოსა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე ახალი ადგილწარმოშობის დასახელებისა და ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლა-დადგენაზე დასკვნის მომზადება და გადაცემა

500

5

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ორგანოლეპტიკური შემოწმება

ყოველ ნიმუშზე

50

6

სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს (სასაქონლო ნიშნის) ლოგოს გამოყენების უფლებით სარგებლობა

თითოეულ ბოთლზე

0,05.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი