დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 208 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.024041 |
208
05/06/2023
ვებგვერდი, 07/06/2023
280120000.10.003.024041
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, №49, 28/04/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-10 მუხლს 19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 110 პუნქტი:
„110. 2023 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას.“. |
მუხლი 2 |
2023 წლის 1 იანვრიდან, ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე პერიოდში, სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლებით პირველად რეგისტრირებული უძრავი ნივთის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას გათვალისწინების შემთხვევაში, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით ოჯახის მომართვის საფუძველზე, კომპეტენტურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უზრუნველყოს ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის გადათვლა ავტომატურად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამატებითი შეფასების გარეშე. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები