დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480350000.10.003.024036 |
|
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2011, 480350000.10.003.016647) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე; დ) საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; ლ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; მ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი; ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი; ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; პ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი; ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსი; რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი; ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი; ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი; უ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე; ფ) საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომში − გაერო) წესდებითა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. კომისია, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 3. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 4. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა. მუხლი 2. კომისიის ამოცანები კომისიის ამოცანებია: ა) გაეროს უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, რომლებიც მიზნად ისახავს ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობას (შემდგომში − გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები); ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას გაეროს სანქციების კომიტეტისა და სხვა სტრუქტურების საკონტაქტო ორგანოს ფუნქციის შესრულება. მუხლი 3. კომისიის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია 1. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, კომისიის სხდომას წარმართავს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა პირი. 4. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ან/და წევრებს. 5. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 6. კომისიის სხდომის დღის წესრიგი მტკიცდება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით. 7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი და კომისიის მდივანი. 8. კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი, რომლის უფროსი არის კომისიის მდივანი. 9. კომისიის სამდივნო: ა) კომისიის წევრებს ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს და უგზავნის მათ სხდომის დღის წესრიგს; ბ) ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებს და საოქმო ჩანაწერს უგზავნის კომისიის წევრებს; გ) ხელმძღვანელობს კომისიის სამუშაო ჯგუფს და ახორციელებს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას; დ) ახორციელებს კომისიის გამართული მუშაობისთვის საჭირო სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება დასახული ამოცანების განსახორციელებლად კომისია უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა, კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ ვალდებულებების შესრულების პროცესის ზედამხედველობა და ამ მიზნით: ა.ა) შეიმუშაოს ინსტრუქციები და სახელმძღვანელო დოკუმენტები; ა.ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფი; ა.გ) განახორციელოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; ბ) იმუშაოს ტერორიზმთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ პირთა სიის (შემდგომში − სანქციადაკისრებულ პირთა სია) ფორმირების საკითხზე და ამ მიზნით: ბ.ა) განიხილოს, კომპეტენტური ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფის შუამდგომლობა გაეროს სანქციების კომიტეტისთვის პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანის თაობაზე მიმართვასთან დაკავშირებით; ბ.ბ) განიხილოს საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიმართვის საფუძველზე სამუშაო ჯგუფის შუამდგომლობა, გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციის შესაბამისად, პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანის თაობაზე და მიიღოს გადაწყვეტილება ამ პირის სანქცირების თაობაზე სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის საკითხზე; ბ.გ) სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ ან დაინტერესებული პირის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შეისწავლოს, კვლავ არსებობს თუ არა ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანის აუცილებლობა; გ) მიიღოს გადაწყვეტილება სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირის ქონებაზე ყადაღის გავრცელების ან ქონების ყადაღისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების საკითხზე; დ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციათა კომიტეტების მიერ სანქციადაკისრებულ პირთათვის საქართველოში საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის შემოტანის ან/და გატანის მხარდასაჭერად მიმართული ქმედებების აღკვეთის მიზნით, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები; ე) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციათა კომიტეტების მიერ სანქციადაკისრებულ პირთათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული რეზოლუციების შესრულების მიზნით, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები; ვ) უზრუნველყოს დაინტერესებული პირისთვის გაეროში მოქმედი იმ მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღების ან/და ამ პირის მიმართ მოქმედი სანქციის შეჩერებასთან დაკავშირებულ განცხადებებს; ზ) დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარმოდგენილი შუამდგომლობა პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღების ან/და მის მიმართ მოქმედი სანქციის შეჩერების თაობაზე მიაწოდოს გაეროს შესაბამის ორგანოს; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ი) განახორციელოს მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 5. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 1. გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილებები (პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანა, სიიდან ამოღება ან პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება) პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს გაეროს სანქციების კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 2. სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანოების, ანგარიშვალდებული პირებისა და სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით, კომისია: ა) სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ, საზედამხედველო ორგანოებისგან ითხოვს ინფორმაციას მათი და მათ საზედამხედველო სფეროში შემავალი ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილებების შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების თაობაზე; ბ) სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, სხვა კომპეტენტური ორგანოებისგან ითხოვს ინფორმაციას მათ მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილებების შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების თაობაზე. 3. საზედამხედველო ორგანოები დაუყოვნებლივ აწვდიან კომისიას ინფორმაციას ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირის ქონებაზე ყადაღის დადების ნებისმიერი ფაქტის ან ამ მიზნით განხორციელებული სხვა ნებისმიერი ქმედების თაობაზე. მუხლი 6. სანქციადაკისრებულ პირთა სიის ფორმირება 1. სანქციადაკისრებულ პირთა სიის ფორმირების საკითხის განხილვის მიზნით, კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს სანქციადაკისრებულ პირთა სიის ფორმირების წესსა და პროცედურას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პროცედურის დაცვით, კონკრეტული და დეტალური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კომისია განიხილავს, კომპეტენტური ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფის შუამდგომლობას გაეროს უშიშროების საბჭოს (1267 (1999)/1989 (2011) – „ალ-ქაიდა“, დაეში და მათთან დაკავშირებული პირები, ჯგუფები, ორგანიზაციები; 1988 (2011) − თალიბანი და მასთან დაკავშირებული პირები, ჯგუფები, ორგანიზაციები) რეზოლუციებით განსაზღვრულ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში პირის დამატების თაობაზე და, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის სანქციათა კომიტეტს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა ხორციელდება გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების შესაბამისი კომიტეტის მიერ დადგენილი პროცედურების დაცვითა და სტანდარტული ფორმების გამოყენებით. 4. კომისია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, სანქციადაკისრებულ პირთა სიის ფორმირების წესისა და პროცედურის დაცვით, კონკრეტული და დეტალური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, განიხილავს, საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფის შუამდგომლობას პირის გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციის შესაბამისად სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანის საკითხზე და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ინიციატორი მხარის (საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანო) მიერ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ; ბ) მიმართვის დაკმაყოფილების, პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში დამატებისა და მის ქონებაზე ყადაღის გავრცელების შესახებ; გ) მიმართვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 5. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში დამატების შუამდგომლობით სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის თაობაზე. 6. სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსადმი მიმართვა ხორციელდება კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს პირის იდენტიფიკაციისთვის საკმარის ინფორმაციას. მუხლი 7. სანქციებს დაქვემდებარებული ქონება ამ დებულების მიზნებისთვის, ქონება მოიცავს ყველა ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესა და მისგან მიღებულ შემოსავალს, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს: ა) გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების შესაბამისი კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი ან ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი; ბ) პირი, რომელიც ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. მუხლი 8. სანქციადაკისრებულ პირთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა 1. კომისია, სათანადო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ ან დაინტერესებულ პირის თხოვნის საფუძველზე, შეისწავლის, კვლავ არსებობს თუ არა ტერორიზმთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში ყოფნის აუცილებლობა. 2. საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი თხოვნის საფუძველზე, სანქციადაკისრებულ პირთა სიაში პირის დამატების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის შედეგად კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შუამდგომლობის წარმდგენი მხარისგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ; ბ) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში პირის დატოვების შესახებ; გ) სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან პირის ამოღებისა და მისი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ; დ) სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან პირის ამოღების მიზანშეწონილობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი სანქციების კომიტეტისთვის პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიიდან ამოღების თაობაზე შუამდგომლობით მიმართვის შესახებ, თუ პირი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილ იქნა საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიმართვის საფუძველზე. 3. შესაბამისი გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში, კომისია განიხილავს სანქციადაკისრებულ პირთა სიაში ჩასმული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების საკითხს. 4. თუ კომისიის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირი, რომლის ქონებასაც ყადაღა დაედო, არ წარმოადგენს სანქციადაკისრებულ პირთა სიაში მითითებულ პირს, კომისია იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პირის ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე. მუხლი 9. აუცილებელი და გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად ყადაღის მოხსნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება 1. კომისია, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი წესით, განიხილავს დაინტერესებული პირის შუამდგომლობას გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირის ქონებაზე ყადაღის ნაწილობრივ მოხსნის შესახებ, თუ დადასტურდება, რომ ქონების გამოყენება აუცილებელია: ა) პირის მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საკვების, ქირის, იპოთეკური სესხის, მედიკამენტების ან სხვა სამედიცინო მომსახურების, სახელმწიფო გადასახადების ან კომუნალური მომსახურების, იურიდიული დახმარების ან დაყადაღებული ქონების შენახვის ხარჯების დასაფარად; ბ) განსაკუთრებული და გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარდგენილი შუამდგომლობის განხილვის შედეგად, კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და გაეროს შესაბამისი სანქციათა კომიტეტისთვის მიმართვის შესახებ; ბ) შუამდგომლობის წარმდგენი პირისთვის დამატებითი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის შესახებ; გ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირის ქონებაზე ან ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, თუ კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაეროს სანქციების კომიტეტისთვის მიმართვაზე 3 სამუშაო დღის ვადაში არ მიიღებს უარყოფით პასუხს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირის ქონებაზე ან ქონების ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, თუ კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაეროს სანქციების კომიტეტისთვის მიმართვაზე მიიღებს დადებით პასუხს. 5. კომისია უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პირის ქონების იმ ნაწილზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, რომელიც აუცილებელია პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანამდე დადებული ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესასრულებლად. 6. გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციის საფუძველზე, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების ქონებაზე ყადაღის ნაწილობრივ მოხსნის საკითხზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად. მუხლი 10. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება პირი უფლებამოსილია, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები