დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016411 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/06/2023 - 03/11/2023)
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 2-ე პუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა(დანართი №2). |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (ავტომობილების, მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №3). |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4). |
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტის ფორმა (ფორმა №5). |
| მუხლი 6 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
ჭიათურის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურებს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
1. ქონება – ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული აქტივები;
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. ინვენტარიზაციის კომისია – ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით მერიაში, საკრებულოში, სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში შექმნილი კომისია. 4. ქონების განადგურება – შესაბამის ორგანიზაციაზე/საწარმოზე ხელშეკრულების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ჩამოწერილი ქონება; |
მუხლი 3.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა |
1. მუნიციპალიტეტის მერიისა (და საკრებულოს) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:
ა) მოძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით; ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. 2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში – დაწესებულება) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება: ა) მოძრავი ქონების – დაწესებულების ხელმძღვანელი პირის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებითა და მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით; ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
|
მუხლი 4.
ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნისა და ქონების ჩამოწერის წესი
|
1. მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს (თუ ცალკე აქვს ბალანსი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ის სსიპ-ის, საინვენტარიზაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, ბუღალტერი (აღრიცხვა ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, საინვენტარიზაციო კომისიის დასაკომპლექტებლად საშტატო ერთეულების არასაკმარისი რიცხოვნობის შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მათი მაქსიმალური რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.
2. საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ამ დებულების თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№1 და №2 დანართები) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№3 დანართი), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს მერს, საკრებულოს, სსიპ-ის, ა(ა)იპ-ის შპს-ეს ხელმძღვანელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
|
მუხლი 5.
ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა |
1. მერიის, საკრებულოს, სსიპ-ის, ა(ა)პ-ის და შპს-ეს ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დებულების №3 დანართის საფუძველზე ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას მერია, საკრებულო, სსიპ,ა(ა)იპ, შპს ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 6.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების განადგურება |
1. ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, მერიის, საკრებულოს, სსიპ-ის, ა(ა)იპ-ის და შპს-ს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. 3. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის კანონმდებლობით გამოყოფილ ადგილებში. 4. ქონების განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია. |
დანართი №2
|
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (ავტომობილების, მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა |
დაწესებულების დასახელება _______________________________________________________
20____ წლის „____“ „_________________“ მდგომარეობით
კომისიის წევრები: 1. ____________________________ 2. ____________________________ 3. ____________________________ ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი --------------------------------------- ბ.ა. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა
|
დაწესებულების დასახელება _______________________________________________________
20____ წლის „____“ „_________________“ მდგომარეობით
კომისიის შემადგენლობა: ____________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ შექმნილი 20____ წლის „____“ „____________“ N _________ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ____________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________(ძირითადი საშუალების დასახელება) აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნას შემდეგი საფუძვლით: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი ___________________________________ 2. საწყისი საბალანსო ღირებულება ________________________________________________ 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) ________________________________________________________________________________________________ ბ) ________________________________________________________________________________________________ გ) ________________________________________________________________________________________________ კომისიის დასკვნა: _________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________________ კომისიის წევრები: 1. _________________________________________________________________ 2. _________________________________________________________________ 3. _________________________________________________________________ 4. _________________________________________________________________ კომისიის თავმჯდომარე : ______________________________________________________________________________
|
დანართი №4
|
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
|
20-- წლის „_____“ „_________________“ მდგომარეობით
კომისიის წევრები: 1. ____________________________ 2. ____________________________ 3. ____________________________ ვამტკიცებ: დაწესებულების ხელმძღვანელი ------------------------------ ბ.ა.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №5
|
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტის ფორმა
|
ლიკვიდაციის შედეგების საერთო თანხა: ______________________________ (_________________) ლარი. ლიკვიდაციის შედეგი: _______________________________________________________________________ ბუღალტერი: ___________________________ „_____“ „______________________“ 20 _____ წელი კომისიის თავმჯდომარე: ____________________________________________ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები