დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 193 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 05/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017695 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საწარმო და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-9 და 91 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოში წარადგენენ №II-086 დანართის მიხედვით.“. 2. დანართი № II-086 -ის I და III ნაწილები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. 401 მუხლის მე-5 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტის: ა.ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) 16.1 სტრიქონი – აისახება წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი. მათ შორის: – საწარმოს ლიკვიდაციისას განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც აღემატება კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას; – საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირების გზით აქტივების გადაცემა, (გარდა საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირებით სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტებისათვის აქტივების გადაცემისა, თუ ამ საწარმოს წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია), რომლის ღირებულებაც აღემატება კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას; – საწარმოს აქციის/წილის გამოსყიდვისას განხორციელებული გადახდა/განაცემი (ლიკვიდაციისას ან კაპიტალის შემცირებისას), რომელიც აღემატება კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას; – რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემით პარტნიორზე განხორციელებული გადახდა;“; ა.ბ) „ა.ა“ ქვეპუნქტის შენიშვნის: ა.ბ.ა) ,,ა.გ“ და ,,ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) საბანკო დაწესებულებაზე, საკრედიტო კავშირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტზე დივიდენდის განაწილებისა, თუ მოგება განეკუთვნება 2008 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებს; ა.დ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან სადაზღვევო ორგანიზაციაზე დივიდენდის განაწილებისა, აგრეთვე, 2017 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან სადაზღვევო ორგანიზაციაზე 2024 წლის 1 იანვრამდე დივიდენდის განაწილებისა;“; ა.ბ.ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის მიმღები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) მიერ მისი შემდგომი განაწილება;“; ა. ბ.გ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) 2008 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან საბანკო დაწესებულებისგან, საკრედიტო კავშირისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტისგან მიღებული დივიდენდის განაწილება;“; ბ) „ა.ა.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა.დ“ ქვეპუნქტი: „ა.ა.დ) 16.1.4 სტრიქონში მიეთითება საინვესტიციო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა, თუ საინვესტიციო კომპანია ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში, გარდა რეზიდენტი საწარმოსგან მიღებული მოგების განაწილების შემთხვევისა“; გ) „გ“ ქვეპუნქტის: გ.ა) „გ.ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა.დ) 18.1.4 სტრიქონში მიეთითება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) სესხის გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული გადახდა. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციებზე;“; გ.ბ) „გ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ) 18.3 სტრიქონში აისახება ფიზიკური პირისათვის ან არარეზიდენტისათვის სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა) ან/და პარტნიორი ფიზიკური პირის ან პარტნიორი არარეზიდენტის მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე; გ.დ) 18.4 სტრიქონში აისახება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან სესხის გამცემი სუბიექტის მიერ პარტნიორ არარეზიდენტზე, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პარტნიორზე ან კაპიტალში არანაკლებ 1 პროცენტით მონაწილეობის უფლების მქონე პარტნიორ ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა ან/და პარტნიორის მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას.“. 4. 112-ე მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებზე სადაზღვევო ორგანიზაცია მოგების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოში საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგენს №II-09 დანართის მიხედვით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები