„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016599
16
05/06/2023
ვებგვერდი, 06/06/2023
010250020.35.158.016599
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2023 წლის 5 ივნისი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2015, 010250020.35.158.016272) დამტკიცებულ  დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

„2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი  თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მერი.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ადგილობრივი  ბიუჯეტით  გაუთვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (რომელიც შედის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სარეიტინგო სიაში)  ბაკალავრიატის, პოსტ-სამაგისტრო კვლევის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე და რომელთაც მოპოვებული აქვთ სწავლის ნაწილობრივი დაფინანსება  (არანაკლებ 70%-ისა).“.

3. მე-3  მუხლის პირველი, მე-2 და მე-3  პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

„1. ბოლნისის  მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით იქმნება კომისია (შემდგომში „კომისია“), რომელიც წარმოადგენს  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის დროებით კომისიას და უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით „საქართველოს ორგანული კანონით“,  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.

2.კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3.კომისიას თავმჯდომარეობს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ განსაზღვრული მერიის თანამდებობის პირი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: მერის მოადგილე (მოადგილეები) ან/და  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები) ან/და  განყოფილების უფროსი (უფროსები), სტრუქტურული  ერთეულის  სპეციალისტი (სპეციალისტები).“.

4. მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3  პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

„1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება, მერიის სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის წერილი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია  სარეზერვო ფონდიდან  გამოყოფილ  იქნეს  თანხა.

2. მერი უფლებამოსილია მისცეს დავალება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მერიის სხვა მოხელეს განხცადების, შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები კომისიის სხდომაზე განსახილველად.

3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე  მერის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მერი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე.“.

5. მე-5  მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

„გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარედგინება მერს  გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“.

6. მე-6  მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

„1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ მერის მიერ, ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად.“.

7. მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და  მე-4 მუხლები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

„1. ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის სხდომის ჩატარების შემდეგ.

2. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერი გამოსცემს ბრძანებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:

ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა;

ბ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით.

3. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭიროა დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

4. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ  მერის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი