დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 913 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 05/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017403 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.01.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016240) დამტკიცებული წესის 392 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 392. სპეციალური სარიტუალო მომსახურება და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურება 1. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებასა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის (შემდგომ − იუსტიციის სახლი) ქორწინების სერვისების მართვის დეპარტამენტისა და იუსტიციის სახლების კოორდინაციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ერთეულები (შემდგომ – სტრუქტურული ერთეული) და ტერიტორიული ორგანოები. 2. დასაქორწინებელი პირები, რომლებსაც სურთ ქორწინების რეგისტრაციასთან ერთად სპეციალური სარიტუალო მომსახურების ან/და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების მიღება, უფლებამოსილი არიან შესაბამისი განცხადებით მიმართონ ტერიტორიულ სამსახურს/იუსტიციის სახლის ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს/სტრუქტურულ ერთეულს და ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებასთან ერთად ან მისი წარდგენის შემდგომ წარადგინონ განცხადება, რომელშიც უნდა მიუთითონ მომსახურების ზუსტი დრო, მომსახურების განმახორციელებელი იუსტიციის სახლის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო/სტრუქტურული ერთეული ან/და კონკრეტული მისამართი/ადგილი, სადაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურების ან/და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების მიღება. განცხადებასთან ერთად, დასაქორწინებელმა პირებმა უნდა წარადგინონ სპეციალური სარიტუალო მომსახურების/შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 3. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებასთან და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები, განცხადების წარდგენის წესი და ფორმა განისაზღვრება იუსტიციის სახლის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები