დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018299 |
|
„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge 23/05/2014, 430210000.22.022.016791) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი მუხლით დამტკიცებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ფორმა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად; 2. მე-2 მუხლით დამტკიცებული საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ფორმა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად; 3. მე-4 მუხლით დამტკიცებული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატის ფორმა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად; 4. მე-5 მუხლით დამტკიცებული სახელობო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – სერტიფიკატის დუბლიკატის ფორმა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად; 5. მე-6 მუხლით გათვალისწინებული №6 დანართის: ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შეიცავდეს სახელმწიფო გერბს;"; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატი იბეჭდება თეთრ ფონზე – C:100 M:81 Y:0 K:13 ჩარჩო;"; ა.გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) გამოყენებული შრიფტი FIRA GO;“. ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შეიცავდეს სახელმწიფო გერბს;“; ბ.ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: ,,ლ) გამოყენებული შრიფტი FIRA GO;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ძალაშია 2023 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები