„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 12069
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016698
12069
31/05/2023
ვებგვერდი, 05/06/2023
000000000.00.00.016698
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №12069

2023 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №3) მე-3 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1 ქვეპუნქტი:

„ნ1) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მონიტორინგი;“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია განახორციელოს ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით, სადაც დაშვება აქვს მხოლოდ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამშრომლებს.“;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ბ.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი:

„ი2) TIR პროცედურაზე პირის დაშვებისთვის აუცილებელი პირობების შემოწმებას, TIR პროცედურაზე პირის დაშვების, დაშვებაზე უარის თქმის, დაშვების შეჩერებისა ან დაშვების გაუქმების მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას, დაშვების მაძიებლისა და TIR პროცედურაზე დაშვებული პირის შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზს, TIR პროცედურაზე დაშვებული პირის კონტროლს;“;

ბ.ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი:

„კ2) იღებს გადაწყვეტილებას TIR პროცედურაზე პირის დაშვების, დაშვებაზე უარის თქმის, დაშვების შეჩერების ან დაშვების გაუქმების შესახებ;“;

ბ.გ) 22-ე მუხლის „დ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ6“ ქვეპუნქტი:

„დ6) TIR პროცედურაზე პირის დაშვებისთვის აუცილებელი პირობების შემოწმება, TIR პროცედურაზე პირის დაშვების, დაშვებაზე უარის თქმის, დაშვების შეჩერების ან დაშვების გაუქმების მიზნით გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, დაშვების მაძიებლისა და TIR პროცედურაზე დაშვებული პირის შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი, TIR პროცედურაზე დაშვებული პირის კონტროლი;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                                                                      ლევან კაკავა