დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “შინაგან საქმეთა სამინისტროს ტანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 70, 12/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.030.000.11.118.006.566 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.11.118.006.566
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №367
2004 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002 წლის 18 მარტის №153 ბრძანებაში (სსმ III, 2002 წ., №35, მუხ. 316) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები.
1. ბრძანების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსს მიეცეს უფლება:
ა) დანიშნოს, გადაადგილოს, გაათავისუფლოს, მიავლინოს და დაითხოვოს რიგითი შემადგენლობა;
ბ) მიანიჭოს რიგითი შემადგენლობის პირებს პირველადი და მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება „პოლიციის ზემდეგის“ სახელმწიფო სპეციალური წოდების ჩათვლით.“.
2. ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნომენკლატურულ თანამდებობათა ნუსხის“ (დანართი №1):
ა) მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოში – ოფიცერთა შემადგენლობა;“;
გ) მე-6 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. გეწაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები