ხონის მუნიციპალიტეტში ვალია ბახტაძის ქუჩაზე მდებარე სკვერისთვის ნანა მჭედლიძის სახელის მინიჭების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტში ვალია ბახტაძის ქუჩაზე მდებარე სკვერისთვის ნანა მჭედლიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.119.016005
126
31/05/2023
ვებგვერდი, 05/06/2023
000000000.00.119.016005
ხონის მუნიციპალიტეტში ვალია ბახტაძის ქუჩაზე მდებარე სკვერისთვის ნანა მჭედლიძის სახელის მინიჭების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №126

2023 წლის 31 მაისი

ქ. ხონი

 

 ხონის მუნიციპალიტეტში ვალია ბახტაძის ქუჩაზე მდებარე სკვერისთვის ნანა მჭედლიძის  სახელის მინიჭების შესახებ

გამოჩენილი ხონელის, ცნობილი კინორეჟისორისა და სცენარისტის, საქართველოს სახლხაო არტისტის, ხონის საპატიო მოქალაქის ნანა მჭედლიძის  სახელის უკვდავსაყოფად საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართვლობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1.  ხონის მუნიციპალიტეტში ვალია ბახტაძის ქუჩაზე მდებარე სკვერს  მიენიჭოს გამოჩენილი ხონელის, ცნობილი კინორეჟისორისა და სცენარისტის, საქართველოს სახლხაო არტისტის, ხონის საპატიო მოქალაქის ნანა მჭედლიძის სახელი.

მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: სამტრედია, ძმები ნინუების ქ.№1) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის   ვადაში.

მუხლი 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე  ვალერ ბახტაძე