დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017365 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სამინისტროს მოსამსახურე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად (მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამაში, კონფერენციასა და სემინარში მონაწილეობის მისაღებად) შესაძლებელია გაგზავნილ იქნეს სამსახურებრივი მივლინებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ.“. 2. 63-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მოსამსახურეს 5 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შემდეგი პირობებით: ა) პირადი ინიციატივის შემთხვევაში 3 თვემდე ვადით; ბ) სამინისტროს შეთავაზებითა და დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით 1 წლამდე ვადით, თუ კვალიფიკაციის ამაღლება უკავშირდება მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობებს.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურესთან ფორმდება ამ წესის 92 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები