დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.143.016671 |
|
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2017; 010250050.35.143.016452) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) დადგენილების მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431, 432, 533, 55-ე, 552, 553, 556, 771, 772, 825, 103-ე, 1191, 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-16 ნაწილებით, 1254 მუხლის (ამოქმედდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პარკირების წესის დამტკიცების შემდგომ), 1271 მუხლის მე-5 პუნქტის, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 1341, 135-ე, 1351, 1461, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 პუქტების, 150-ე, 1501, 151-ე, 1512, 152-ე, 1522,1525, 1526, 1527, 1528, 1529, 1534, 1585 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 159-ე, 1591-ე მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლების, 36-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 39-ე მუხლის და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, საართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლის და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საფუძველზე .“; ბ) დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახური საქმისწარმოებისას იყენებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ტიტულიან ბლანკს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას იყენებს ბეჭედს შესაბამისი სამსახურის დასახელებით“; გ) დადგენილების მე-5 მუხლს დაემატოს „ტ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორცილებენ როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში, უქმე და დასვენების დღეებში. არასამუშაო საათებში დასვენებისა და უქმე დღეებში სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისათვის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მიეცემათ კანონმდებლობით დადგენილი ზეგანაკვეთური ანაზღაურება ან/და მათ უფლება აქვთ ისარგებლონ კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათებით“; დ) დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო1) სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას უფლება აქვთ, გამოიყენონ აკუსტიკური ხმაურის მზომი აპარატი, განახორციელონ ვიდეო/ფოტოგადაღება, მათ შორის, სამსახურებრივი სამხრე კამერების საშუალებით და მოახდინონ მიღებული მონაცემების კანონით გათვალისწინებული წესით დამუშავება, შენახვა და საჭიროების შემთხვევაში მტკიცებულების სახით გამოყენება“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები