,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 157, 29/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.001.159
  • Word
214
27/10/2008
სსმ, 157, 29/10/2008
330.130.000.10.003.001.159
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №214

2008 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №95, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 171 და 431 პუნქტები:

ა) 11. ანტრესოლი – ინტერიერის/სამყოფის სივრცეში იატაკის ზედაპირის შესაქმნელად მოწყობილი ისეთი კონსტრუქცია, რომელიც ინტერიერის/სამყოფის ნაწილს ყოფს ორ სართულად;“;

ბ) 171. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი – საცხოვრებელი სახლი, რომელიც განკუთვნილია ერთი ოჯახისათვის;“;

გ) 431. ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტი – სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ნაწილი, რომელიც მოიცავს სამშენებლო-ტექნიკურ რეგლამენტებს, სამშენებლო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს;“.

2. მე-2 მუხლის 63-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

63. სამტრედე/სამერცხული – ქანობიან სახურავზე (ზედაპირზე) მოწყობილი ღიობი/სარკმელი;“.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ“ ქვეპუნქტი:

ვ) ფასადის მასალისა და ფერის ცვლილება, იქ სადაც ნებართვის გაცემის პროცესში სავალდებულოა არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.“.

4. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

8. დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება წარმოადგენს ახალ მშენებლობას.“.

5. მე-7 მუხლის სათაური და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი“;

ბ) 2. არასამშენებლო მიწის ნაკვეთებზე დაუშვებელია საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება, გარდა დამხმარე: სასოფლო-სამეურნეო, ინფრასტრუქტურული, ხაზობრივი შენობა-ნაგებობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა იმ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, რომელზეც დასაშვებია ასეთი მშენებლობა.“.

6. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების საფუძველია მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის დადებული შეთანხმება მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე. საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება რეგისტრირებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.“.

7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სურს თავისი მიწის ნაკვეთის ნაწილებად დაყოფა (ან გაერთიანება), მან შესაბამისი თვითმმართველობის მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს შესაქმნელი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების პროექტი. მშენებლობის ნებართვის გამცემი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში განთავსების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უგზავნის ინფორმაციას დაყოფილი (ან გაერთიანებული) მიწის ნაკვეთების შესახებ, კერძოდ, ახლად გამოყოფილ მიწის ნაკვეთს მისთვის შესაბამისი ფუნქციური ზონით დადგენილი სამშენებლო პოტენციალის (მიწის ნაკვეთის განაშენიანების, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობისა და გამწვანების კოეფიციენტების) რა ნაწილი აქვს ათვისებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განათავსებს აღნიშნულ ინფორმაციას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რომელიც აისახება ასევე ამონაწერში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან.“.

8. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3. შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლების განსაზღვრის მიზანია დადგინდეს შენობა-ნაგებობის კლასი. კლასი გააჩნია შენობა-ნაგებობას და არა მის რომელიმე ნაწილს.“.

9. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე მოშენების ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;“;

ბ) მე-2 პუნქტის ა“, ბ“, გ“, დ“ და ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული 300 მ2-მდე ფართობის, 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;

ბ) 60 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-დან 15 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-დან 15 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;

გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის ღობე;

დ) 7 მ-მდე სიგრძის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის მქონე შენობა-ნაგებობა;

ე) 1.8 მ-მდე სიგრძის კონსოლის მქონე შენობა-ნაგებობა;“;

გ) მე-3 პუნქტის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული 300 მ2-დან 6 000 მ2-მდე მოცულობის, 12 მ-დან 30 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების მქონე შენობა;“;

დ) მე-4 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული 6 000 მ2-ზე მეტი მოცულობის და 30 მ-ზე მეტი სიმაღლის მქონე შენობა;“;

ე) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

61. ადგილობრივი თვითმმართველობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე უფლებამოსილია განსაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების განთავსება მშენებლობის ნებართვის გარეშე სად არის დაშვებული.“.

10. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საცხოვრებელ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებლისა) შენობა-ნაგებობათა მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების დამუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის გამოყენებისას შეზღუდული შესაძლებლობების მოქალაქეთათვის მათი გამოყენების შესაძლებლობა, სამშენებლო საქმიანობის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად.“.

11. მე-18 მუხლის:

ა) მე-4, მე-10 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამყოფისათვის (საცხოვრებელი სახლისათვის, ბინისათვის, ოფისისათვის, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის) გამოყენებული ფართობის განსაზღვრა:

ა) სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი);

ბ) მათი არსებობის შემთხვევაში სამყოფების ფართობში შედის ლოჯიისა და ვერანდის ფართობები;“;

10. შენობის (კონსტრუქციული) სართულიანობა განისაზღვრება ერთი შენობის მიწისქვეშა, მიწის და მიწისზედა სრული და არასრული სართულების ჯამით;“;

14. შენობის (კონსტრუქციული) სიმაღლე აითვლება ერთი შენობის ძირითადი კონსტრუქციის საძირკვლის ქვედა ნიშნულიდან.“;

ბ) მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 23-ე მუხლის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე (გარდა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში) მშენებლობის ნებართვის გაცემა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება;“.

13. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ამ დადგენილების შესაბამისად III და IV კლასებს დაქვემდებარებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მონაწილეობს, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო;“.

14. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) დ“ და ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ამ დადგენილების შესაბამისად III და IV კლასებს დაქვემდებარებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისათვის – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო;

ე) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა ქალაქ თბილისის ტერიტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;“;

ბ) ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ“ და დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;

დ) შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისას, საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საჭირო კვლევა;“.

16. 28-ე მუხლის გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) მიწის ნაკვეთ(ებ)ის ტოპოგრაფიული რუკა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500);“.

17. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს იმ არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც დაგეგმილია მშენებლობა, და იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა.“.

18. 31-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად სხვა ინფორმაცია.“;

ბ) მე-5 პუნქტის ე“ და ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

ე) შენობა-ნაგებობების ფუნქციური დანიშნულება;“;

ლ) შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის დროს საჭიროების შემთხვევაში არსებული მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები ან მათი არარსებობის შემთხვევაში აზომვითი პროექტი, აგრეთვე საექსპერტო დასკვნა შენობა-ნაგებობის მდგომარეობის შესახებ;“.

19. 33-ე მუხლში:

ა) პირველი პუნქტის ე“ და თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) შენობის ყველა სართულის გეგმებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით);“;

თ) შენობის ყველა ფასადის ნახაზს მისი მოსაპირკეთებელი მასალის, ფასადზე არსებული არქიტექტურული დეტალებისა და ფასადის ფერების განსაზღვრით;“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

11. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მისი სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილ(ებ)ზე არქიტექტურული პროექტი შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს ციფრულ ვიზუალიზაციასა და პროექტის ელექტრონულ ვერსიას.“.

20. 34-ე მუხლში:

ა) პირველი პუნქტის ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატურ ნახაზებს;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

ზ) არსებობის შემთხვევაში შენობის ყველა სართულის გეგმას.“;

გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი:

11. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მისი სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილ(ებ)ზე საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს ნაგებობის ციფრულ ვიზუალიზაციას.“.

21. 35-ე მუხლში:

ა) პირველი პუნქტის ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატურ ნახაზებს;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

თ) არსებობის შემთხვევაში შენობის ყველა სართულის გეგმას.“.

22. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ“ და ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) სიტუაციურ გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთის განთავსება) (მასშტაბი 1:2000);“;

ე) მიწის ნაკვეთის გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთზე შენობა-ნეგებობების განთავსება) (მასშტაბი 1:500);“.

23. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. იმ განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ქვეყნისათვის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობებზე ან მათ კომპლექსებზე, რომელთა მშენებლობა უკვე დასრულებულია და არ გააჩნიათ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი (სათანადო საბუთები და სრულყოფილი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტაცია) მშენებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, გამარტივებული წესით, მხოლოდ II და III სტადიით (ან მათი გაერთიანებული ადმინისტრაციული წარმოებით). ასეთ შემთხვევაში:

ა) ობიექტის მესაკუთრე სათანადო დასაბუთებით წარადგენს განცხადებას დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ შესაბამის სამთავრობო დაწესებულებაში არსებული საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის თანდართვით, რათა აღიძრას შუამდგომლობა საქართველოს მთავრობის წინაშე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დაწყებისათვის საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემის მიზნით;

ბ) ობიექტის მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული პროცედურის საჯაროობა, კერძოდ ამ დადგენილების მოთხოვნათა დაცვით სამშენებლო ობიექტზე გამოაკრას საინფორმაციო დაფა სამთავრობო დაწესებულებაში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების შეტანის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი წარმოადგენს V კლასს დაქვემდებარებულს, აგრეთვე აქვეყნებს ინფორმაციას პრესაში;

გ) დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი სამთავრობო დაწესებულება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით განმცხადებელს (მესაკუთრეს) უდგენს დავალებას ობიექტის მდგომარეობის გამოსაკვლევად;

დ) დავალების შესაბამისად ობიექტის მესაკუთრე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ობიექტის გამოკვლევის სამუშაოების შესრულებას და გამოკვლევის შედეგებს წარუდგენს შესაბამის სამთავრობო დაწესებულებას;

ე) ადმინისტრაციული ორგანო გამოკვლევის შედეგებს წარდგენიდან 10 დღეში, მაგრამ განცხადების მიღებიდან არანაკლებ 20 დღისა, იხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში შუამდგომლობის შეტანის თაობაზე მიღებული გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით;

ვ) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.“.

24. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებში განსაზღვრული გონივრული ვადით.“.

25. 55-ე მუხლში:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს ზ“ და თ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

ზ) თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი;

თ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები (იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა დაგეგმილია საცხოვრებელ, საზოგადოებრივ-საქმიან ან საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის სამეზობლო და საზოგადოებრივი საზღვრის მიმდებარე ნაკვეთების/სივრცეების საზღვრები). საზღვრების ის წერტილები, სადაც იქმნება კუთხეები, აღნიშნული უნდა იქნეს წერტილით, მისი კოორდინატების და აბსოლუტური ნიშნულის მითითებით.“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

12. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება შესაბამისი ობიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით.“.

26. 58-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის მიხედვით სამი წლის განმავლობაში არ იქნება გაცემული მშენებლობის ნებართვა და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების არსებითი მახასიათებლების (მაგ.: განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების შეცვლას შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით, არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება ცხადდება ძალადაკარგულად და ნებართვის მაძიებელს ეძლევა შეთავაზება სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.“.

27. მე-60 მუხლში:

ა) ცხრილი და ა“, გ“ ე“ და თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

შენობა-ნაგებობების კლასები

ხალი მშენებლობა

რეკონსტრუქცია

დემონტაჟი

სამშენებლო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე

1

I კლასი

1

-

2

II კლასი

2

2 1

2 2

-

3

III კლასი

3

3 1

3 2

3 1

4

IV კლასი

4

4 1

4 2

4 1

5

V კლასი

5

5 1

 

ა) 1A – მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, კანონმდებლობის, მათ შორის, სამშენებლო საქმიანობის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვით. მშენებლობის დაწყება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში აგზავნის შეტყობინებას მშენებლობის განზრახვის თაობაზე, რომელსაც თან ურთავს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში დაადასტურებს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის სისწორეს და პასუხს აცნობებს შემტყობინებელს. იმ შემთხვევაში, თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო შემტყობინებელს არ აცნობებს პასუხს, მაშინ შემტყობინებელს უფლება აქვს დაიწყოს მშენებლობა;“;

გ) 2A1 – მშენებლობის ნებართვა გაიცემა არქიტექტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების საფუძველზე;“;

ე) 3A1 – მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების საფუძველზე. შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება ხდება სანებართვო პირობების შესაბამისად;“;

თ) 4A1 – მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების საფუძველზე. შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება ხდება სანებართვო პირობების შესაბამისად;“;

ბ) გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს 1“ ქვეპუნქტი:

1) 2A2 – მშენებლობის ნებართვა გაიცემა არქიტექტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის პროექტის საფუძველზე;“.

28. 63-ე მუხლს დაემატოს ლ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ) შენობა-ნაგებობის კლასი განსაზღვრული ამ დადგენილების მე-15 მუხლის შესაბამისად.“.

29. 66-ე მუხლის პირველი პუნქტის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბარიტების უმნიშვნელო შეცვლა, მაგრამ არა უმეტეს 0.1 მეტრისა (გარდა კოლონების ჰორიზონტალური კვეთის, საყრდენი კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკალური კვეთის, სართულშუა გადახურვის ფილებისა და კონსოლების კვეთის სიმაღლეების ცვლილებისა), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო საქმიანობის შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება;“.

30. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში დაგეგმილი მშენებლობისას, ნებართვის მაძიებელი სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემები, კერძოდ:

ა) შენობა-ნაგებობის მისამართი;

ბ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;

გ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის ვადები;

დ) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები.“.

31. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 71. მშენებლობის დაწყება

მშენებლობის დაწყების მომენტისათვის ნებართვის მფლობელი, ამ დადგენილების შესაბამისად, III და IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში ვალდებულია სამშენებლო მოედანზე იქონიოს სანებართვო პირობებით განსაზღვრული სამშენებლო-სამუშაო დოკუმენტები. შესაძლებელია სამშენებლო-სამუშაო დოკუმენტები იქონიოს ეტაპობრივად, სანებართვო პირობების შესაბამისად, კონკრეტული ეტაპით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების დაწყების წინ.“.

32. 82-ე მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ვარგისად აღიარებისათვის მომზადებულია შენობა-ნაგებობა, რომელზედაც სანებართვო პირობების შესაბამისად შესრულებულია ამ მუხლის მე-2 და 22 პუნქტებით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოები.“;

ბ) დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

21. ვარგისად აღიარებისათვის ასევე მომზადებულია შენობა-ნაგებობა, რომლის მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებიდან განხორციელებულია ისეთი გადაცდომები, რომელიც განსაზღვრულია ამ დადგენილების 66-ე მუხლით.“.

33. 83-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებისათვის გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების საფუძველზე მათ კომპეტენციას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს შესაბამის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობისათვის სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოს. ვარგისად აღიარების პროცედურა იმართება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ვ. გურგენიძე