დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.103.016404 |
|
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანულის კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 28/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.103.016243). |
დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილებების, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის არქიტექტურისა და მშენებლობის ნებართვების სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის – პროექტების მართვის განყოფილებისა და ასევე მომსახურე პერსონალისაგან, რომელთა ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტების მომზადების, მშენებლობისა და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის განვითარება, კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა-ორგანიზება, მოსახლოების ტრანსპორტით მომსახურეობა, სამგზავრო მარშუტების განსაზღვრა და მგზავრთა გაზიდვა-გადაყვანის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენას; პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრას; განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის პარამეტრისა და მასალების განსაზღვრას; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცისა და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადებას; არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრულ თავისი კომპეტენციის განხორციელებას; დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული „განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირებას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები