„საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016402
10
31/05/2023
ვებგვერდი, 02/06/2023
010250020.35.103.016402
„საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
„საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2023 წლის 31 მაისი

დაბა მესტია

 

„საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 01/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.103.016401) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის მე-14, 141 და 27-ე ნაწილების,  240-ე და 2401 მუხლების,  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12 და მე-15 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის   საკრებულო ადგენს:“

3. დადგენილების მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ და   დანართი №2-ის პირველი  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით   გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური შესაბამისი უფლებამოსილების  სფეროს შესაბამისად.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                   

 

დანართი1

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ოქმი

---------    ----------------   20-----  წ.                                                                         --------------------------------

(ოქმის  შედგენის თარიღი)                                                                                                   (ოქმის შედგენის ადგილი)

                                                                                                                       

 

1. მესტიის  მუნიციპალიტეტის მერიის ----------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

      (ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის  სახელი, გვარი)

 

                                      

მონაცემები დამრღვევი სუბიექტის შესახებ:  --------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  რეკვიზიტები, დაბადების ადგილი  და თარიღი,   საცხოვრებელი ადგილის მისამართი)

 

ინფორმაცია  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის შესახებ :

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                  (დრო, ადგილი, არსი)

 

პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის/ საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის/ საქართველოს საარჩევნო კოდექსის       

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                                                         

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                  (მუხლი და სამართალდარღვევის არსი)

 

აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის  ახსნა-განმარტება:

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

2. სამართალდამრღვევს  განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.

 მე,  ------------------------------------------------------------------------------------------------

                                (სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი)

 

გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილით  გათვალისწინებულ  უფლებებსა  და მოვალეობებს (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს  უფლება  აქვს  გაეცნოს  საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს  შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული  დახმარებით;  გამოვიდეს  დედაენაზე  და  თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა  და  დროის  დროული  შეტყობინების  შესახებ   და   მისგან   არ   არის   შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე), რასაც ვადასტურებ ხელმოწერით: ----------------------------------------------

   

3. ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით.

 

  ოქმი  შეადგინა:     -----------------------------------------------------------------------------------------------          

                                                   (ოქმის შემდგენელი  პირის   ხელმოწერა)

                                          

ოქმს გავეცანი:      ---------------------------------------------------------------------------------------------

           (სამართალდამრღვევის  ხელმოწერა ან ხელმოწერაზე  უარის თქმის  შესახებ   აღნიშვნა, თარიღი)

ოქმი ჩავიბარე:     -----------------------------------------------------------------------------------------------

       (სამართალდამრღვევის  ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის  თქმის შესახებ აღნიშვნა, თარიღი)

                                      

მოწმეები (დასწრების შემთხვევაში):

 

------------------------------ ---             -----------------------------------           ---------------------

          სახელი, გვარი                                      მისამართი, პირადი №                        ხელმოწერა

 

---------------------------------              -----------------------------------            ---------------------

          სახელი, გვარი                                     მისამართი, პირადი №                          ხელმოწერა

 

------------------------- -------            -----------------------------------             ---------------------

          სახელი, გვარი                                     მისამართი, პირადი №                           ხელმოწერა

 

 

დაზარალებულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში):

 

-------------------------------           ---------------------------------------------             ---------------------

სახელი, გვარი                                          მისამართი, პირადი №                                            ხელმოწერა

 

-------------------------------            ----------------------------------- ----------            ---------------------

სახელი, გვარი                                          მისამართი, პირადი №                                            ხელმოწერა

 

------------------------- -------             ---------------------------------------------         ---------------------

           სახელი, გვარი                               მისამართი, პირადი №                                             ხელმოწერა

 

4. ოქმის ასლი ჩავიბარე:

-----------------------------------        -------------------------------------------------        --------------------------

        სახელი, გვარი                                      მისამართი, პირადი №                                                ხელმოწერა

 

 

შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა, ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება და ოქმის შინაარსთან დაკავშირებით შენიშვნები არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს ჩამოაყალიბოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.                                

  

   ბ.ა.  

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სემგს-ს რეგისტრაციის №“

 

5. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №2  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;                                                                               

„დანართი №2

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესი

მუხლი 1

1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების და სხვა მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.

2. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის 1-3 ნაწილების, 239-ე მუხლის მე-14,  141 და 27-ე ნაწილების, 240-ე და 2401 მუხლების, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12 და მე-15 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4  მუხლის 1-ლი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად:

ა) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 125-ე მუხლის მე-8 და მე-14 - მე-16 ნაწილებით,  1341, 135-ე, 1461, 148-ე  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე−1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით,  1512, 152-ე, 1522, 1525–1529, 1534და 1561 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით,  ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 1966, 197, 1971, 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს;

გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „მესტიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“;

დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465,466, 1728 და 1729 მუხლებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.

მუხლი 2

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი იბეჭდება სტამბური წესით(დანართი №1), ოქმის ფორმა მზადდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შეკვეთის  საფუძველზე.

2. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  240-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით მომარაგება, ოქმის გაცემა და დაბრუნება

1. მესტიის მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).

2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემის, მიღებისა და დაბრუნების აღრიცხვა წარმოებს მესტიის  მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.

მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში

3. სათავსი, სადაც ინახება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები ინახება  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებში.

მუხლი 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსება და წარმოება

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მონაცემების გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის გამცემს.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;

თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, ასევე მოწმეები და დაზარალებულნი (მათი არსებობის შემთხვევაში).

5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.

7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.

მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტში.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №5  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

  „დანართი №5

ს ა ქ მ ე №

სააღსრულებო ფურცელი

 

___________________                                                                   _____________________

      ს/ფ გაცემის თარიღი                                                                                      ადგილი

 

__________________________________________________________________________

(აღსრულების ფურცლის გაცემა)

 

 

სააღსრულებო ფურცელი გაიცა:

 

 

მიმართ: ________________________________________________________________________

(დამრღვევის გვარი,სახელი,პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

___________________________________________________________________________________

(სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი)

 

__________________________________________________________________________________

                                     (დარღვევის არსი და დარღვევის ადგილი)

 

 

_____________________________________________________________________________________

(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)

 

 

 საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი: _________________________________

 

 

   __________________________________________________________________________________

(სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა და სხვა დეტალები)

 

 

კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:

 

მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:

 

სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:“.

7. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №6 -ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №6

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისა და გამოყენების წესი

8. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №7  ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                                                               ,,დანართი №7

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

 

      ნაწილი I  

 საჯარიმო ქვითარი

      ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №  -----      

 

1. შედგენის  თარიღი: ______  2. შედგენის ადგილი: ______

                                (რიცხვი, თვე, წელი)

 

3 . ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი:

______________________________________________________

______________________________________________________

 

4. დამრღვევის მონაცემები:

______________________________________________________

   ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი);

______________________________________________________

______________________________________________________

იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:

_____________________________________________________

_____________________________________________________

 

6.1. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ___________ მუხლის _________ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს  ჯარიმას ___________ ლარის ოდენობით.

 

6.2. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის  განსაზღვრულია  ნარჩენების მართვის კოდექსის ____________ მუხლის __________ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ____________ ლარის ოდენობით.

 

7._____________________________________________________

  მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები

 

8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვა:

_____________________________________________________

(ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)

 

 9. მიმღები მოლარე:  ________________    ________________

              (ხელმოწერა და თარიღი)        (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

 

მოწმის ხელმოწერა: _________   

ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: __________

სამართალდამრღვევი:

_____________________________________________________

   (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)

 

 

ნაწილი II

  საჯარიმო ქვითრის ყუა

 

 № ------------

 (ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)

 

1. _________________________

   (გადამხდელის სახელი და გვარი)

 

2. _________________________

           (გადამხდელის მისამართი)

 

3. __________________________

         (ჯარიმის ოდენობა)

4.1. _________________________

(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)

 

4.2. _________________________

 (ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი)

 

5. ___________________________

 (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

 

6. ___________________________

  (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

 

7. მიმღები მოლარე: ____________

                                    (ხელმოწერა)

 

8. შემომტანი: ______________

                                   (ხელმოწერა)

 

 

                                                                 ბ. ა.

         

   

თარიღი: _________________

                 (რიცხვი, თვე და წელი)

 

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.

“.   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე