არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო კონტროლის პუნქტების ჩამონათვლის განსაზღვრის შესახებ

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო კონტროლის პუნქტების ჩამონათვლის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 188
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.22.033.017694
188
31/05/2023
ვებგვერდი, 01/06/2023
240110000.22.033.017694
არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო კონტროლის პუნქტების ჩამონათვლის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №188

2023 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო კონტროლის პუნქტების ჩამონათვლის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის №153 დადგენილების მე-2 მუხლისა და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ სასაზღვრო კონტროლის პუნქტებად განისაზღვროს:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“;

ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“;

გ) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“;

დ) საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“;

ე) საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“;

ვ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“;

ზ) საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“;

თ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“;

ი) საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“;

კ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“;

ლ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“;

მ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“;

ნ) საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“;

ო) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“;

პ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“;

ჟ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი“.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის №394 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი