„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბერის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბერის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 340030000.10.003.024035
202
31/05/2023
ვებგვერდი, 31/05/2023
340030000.10.003.024035
„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბერის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №202

2023 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/11/2022, 340030000.10.003.023727) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად უზრუნველყოს  2022-2023 წლებში  ჯამურად არაუმეტეს 23 980 000 (ოცდასამი მილიონ ცხრაას ოთხმოცი ათასი) ლარის გამოყოფა.“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

მუხლი 9. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2023 წლის პირველი ივნისიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 20 ერთეულით და დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი პროგრამული კოდიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი