„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016385
18
31/05/2023
ვებგვერდი, 01/06/2023
010260020.35.168.016385
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

      სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2023 წლის 31 მაისი

ქ. სიღნაღი

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 28/02/2018წ, 010260020.35.168.016242)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  მერიის  შიდა  აუდიტის   სამსახური

1. ეს დებულება განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე  აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც  შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მერიის დებულების შესაბამისად  და  უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.

3. სამსახური საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და სამართლიანობის პრინციპებით.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.

5. მერი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში და  ასევე უზრუნველყოფს  შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. თუ შიდა აუდიტის დამოუკიდებლობას შეექმნება საფრთხე, რეაგირებას ახდენს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულება/შეუსრულებლობაზე.

6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის შესწავლისა და ანალიზის საგანს შესაძლებელია წარმოადგენდეს დაწესებულებაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი და საქმიანობის სფერო.

7. სამსახურის საქმიანობის მიზნებისათვის დაწესებულებაში იგულისხმება: მერიის ერთიანი სისტემა – მერიის სტრუქტურული ერთეულები, კომისიები/სამუშაო ჯგუფები და მერიის სისტემაში შემავალი თანამდებობის პირები, რომლებიც არ შედიან მერიის რომელიმე სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, ასევე, მერიის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

8. სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების  აღნიშვნითა და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2.“.

2. დაემატოს 21 მუხლი „სამსახურის მიზნები და ამოცანები“ შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. სამსახურის მიზნები და ამოცანები

1. სამსახური ახორციელებს დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესების, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართულ დამოუკიდებელ, ობიექტურ, მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას.

ა) საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და რომელიც ემსახურება დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს კონსულტაციის გაწევას, რჩევის მიცემას, ტრენინგს, ფასილიტაციას;

ა.ა) სამსახური საკონსულტაციო საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად;

ა.ბ) საკონსულტაციო საქმიანობის გაწევამდე სამსახური უნდა შეთანხმდეს ობიექტთან მომსახურების მიზნებზე, მასშტაბზე, პასუხისმგებლობებზე და სხვა საკითხებზე, საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად.

ბ) მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდააუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას. მარწმუნებელი საქმიანობის ხასიათი, მასშტაბი, აუდიტის ობიექტები, შემოწმების სიხშირე, დრო/პერიოდი, ანგარიშის შინაარსი და შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სამსახურის მიერ.

ბ.ა) სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს მარწმუნებელი საქმიანობა იმ სფეროში, რომელზეც მანამდე გაწეული აქვს საკონსულტაციო საქმიანობა იმ პირობით, რომ საკონსულტაციო საქმიანობის ხასიათი საფრთხეს არ შეუქმნის ობიექტურობის დაცვას.

2. სამსახურის ამოცანას წარმოადგენს დაწესებულებაში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ მერისთვის ინფორმაციის მიწოდება.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მერიის წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

დ) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ვ) მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის შესაბამისად დაცულობის შეფასება.

2. სამსახური ახორციელებს გაცემული რეკომენდაციების შესრულების უწყვეტ მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას.

3. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი ხორციელდება სამსახურის  მიერ – შიდააუდიტორული შემოწმების ფარგლებში ან/და ცალკე მონიტორინგის განხორციელების მეშვეობით.

4. სამსახური სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მათ ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას.

5. სამსახური ახორციელებს სხვა საქმიანობებს, რომლებიც გამომდინარეობს მერიის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

6. სამსახურის მიერ კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ცალკეული ასპექტები და შიდამმართველობითი რეგულაციები, რაც დადგენილი არ არის საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, მათი მოთხოვნების შესაბამისად შესაძლებელია განისაზღვროს მერის ან/და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

7. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება.

8. სამსახური უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზები და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით);

ბ) მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი განმარტება მერიის სისტემაში შემავალი ყველა რგოლის მუშაკისა და თანამდებობის პირისგან, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მოსამსახურეთაგან;

გ) მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, განახორციელოს არაგეგმური აუდიტორული შემოწმება/მონიტორინგი;  

დ) მიმართოს  შემოწმების ობიექტის ხელმძღვანელს უკანონო ქმედებათა დროული აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები სათანადო წესით და დაუკვეთოს შესაბამისი იურიდიული ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარება;

ვ) სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა ქმედებები.

9. სამსახური ვალდებულია:

ა) დაიცვას „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) შიდააუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;

გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. მე-7 მუხლს დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტები  შემდეგი რედაქციით:

,,3. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც ახორციელებს შიდააუდიტორულ შემოწმებას/მონიტორინგს, უფლება არ აქვს დაწესებულებაში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა „სახელმწიფო ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა.

4. სამსახურის შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდააუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

ა) შიდა აუდიტორი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;

ბ) შიდა აუდიტორის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;

გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს სამსახურის უფროსი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი