დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.32.057.016376 |
5
30/05/2023
ვებგვერდი, 01/06/2023
040090000.32.057.016376
„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების
შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის
№7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
|
„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
1.
„ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში (სსმ, 06/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.32.057.016331) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. წესის მოქმედება, მე-7 მუხლის გარდა, არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სამინისტროსთან გაფორმებულ ოქმში ან/და ხელშეკრულებაში სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ შესასრულებელ ვალდებულებაში ცვლილების შეტანის ინიციატორია სამინისტრო, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ან/და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები