„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3046-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 270160000.05.001.020894
3046-XIმს-Xმპ
31/05/2023
ვებგვერდი, 13/06/2023
270160000.05.001.020894
„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.10.2020, სარეგისტრაციო კოდი: 270160000.05.001.020211) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N3046-XIმს-Xმპ