საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/6/1684
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 11/05/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016821
2/6/1684
11/05/2023
ვებგვერდი, 31/05/2023
000000000.00.000.016821
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/6/1684

2023 წლის 11 მაისი

. ბათუმი

 

   

 


კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში წევრი.

სხდომის მდივანი :  მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება :  საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

დავის საგანი :  „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამისმე-2 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები : მოსარჩელე მხარის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი – მიხეილ შარაშიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები - ნატო გუჯაბიძე, თორნიკე ბარბაქაძე, შალვა გოგიაშვილი, ვლადიმერ გეთია და მაია წერეთელი.

  I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1684) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1684 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 18 თებერვალს. №1684 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 8 დეკემბერს.

2. №1684 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი და 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი.

3. „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამისმე-2 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის თანახმად, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება.

5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სოფლიოში ქრონიკული C ჰეპატიტით 130-150 მილიონი ადამიანია დაავადებული და ყოველწლიურად C ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. საქართველო მიეკუთვნება C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნების ჯგუფს, რაც ქვეყნისთვის მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს იწვევს. საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორების, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ფარმაცევტული კომპანიაგილეადისდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, მიზნად დაისახა ქვეყანაში C ჰეპატიტის ეპიდემიის ელიმინაცია, რომლის მიზანიცაა დაავადების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება მოსახლეობაში, ჯანდაცვის სექტორის რეაგირების მონიტორინგი, ვირუსის გადაცემის პრევენცია საზოგადოებაში და სკრინინგითა და მკურნალობით ახალი შემთხვევებისა და ვირუსული ჰეპატიტებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.

6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ხოლო პროგრამით გათვალისწინებული სერვისები ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებისათვის. სახელმწიფო პროგრამა არ ვრცელდება საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე, მუდმივი ცხოვრების უფლების და შრომითი ბინადრობის უფლების მქონე პირებზე. ასევე, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე, თუ ამავე დროს, ისინი არ ექცევიან პროგრამით მოსარგებლეთა სხვა კატეგორიაში (პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებული, აივ ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი, ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულიასოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშიდა მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-). მოსარჩელე დისკრიმინაციულად მიიჩნევს ზემოაღნიშნული კატეგორიის პირების გამორიცხვას C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამიდან.

7. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე, მუდმივი ცხოვრების უფლების და შრომითი ბინადრობის უფლების მქონე პირები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ყოფა-ცხოვრებაში, მის წინსვლასა და განვითარებაში. მათ აქვთ ისეთივე უფლებები და თავისუფლებები და აკისრიათ ისეთივე მოვალეობები, როგორიც საქართველოს მოქალაქეს. ასევე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს აქვთ დახმარების, პენსიისა და სხვაგვარი სოციალური უზრუნველყოფის ისეთივე უფლება, როგორიც საქართველოს მოქალაქეს. შესაბამისად, მუდმივი და შრომითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეები არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს წარმოადგენენ. სადავო ნორმა კი აღნიშნულ პირებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოქალაქეებთან შედარებით, რომლებიც სარგებლობენ C ჰეპატიტით დაავადებულებისთვის განკუთვნილი პროგრამით.

8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას. მათ ასევე შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლონ შრომის უფლებით და დასაქმდნენ დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით. ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს შესაძლოა, უფრო ნაკლები კონტრიბუცია შეჰქონდეთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, თუმცა ეს არ წარმოადგენს საკმარის არგუმენტს მათი C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამიდან გამოსარიცხად, აღნიშნული პირები ვერ ახერხებენ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებას და წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფს. ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსის და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მქონე პირები და საქართველოს მოქალაქეები არსებითად თანასწორი პირები არიან.

9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ბლანკეტურად გამორიცხავს დასახელებულ პირთა ჯგუფებს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისგან, რაც სადავო ნორმის შეფასებისას, განაპირობებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერმკაცრი ტესტისგამოყენების საჭიროებას. შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სასყიდლოდ გადმოცემული, ძვირადღირებული მედიკამენტების ქვეყნიდან გადინების და უკანონო რეალიზაციის რისკების შემცირება. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირთა ჯგუფის შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებით, წარმოადგენს აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის გამოსადეგ საშუალებას, რომელიც ამცირებს მედიკამენტების ქვეყნიდან უკანონოდ გადინების რისკებს და უზრუნველყოფს შეზღუდული სახელმწიფო რესურსების უფრო მიზანშეწონილ ხარჯვას. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს გააჩნია მედიკამენტების მიზნობრივი მოხმარების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მედიკამენტების ქვეყნიდან გადინების და მათი უკანონო გასხვისების რისკებს. ამგვარი მექანიზმის არსებობის პირობებში კი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთა გამორიცხვა C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამიდან, არ წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას მითითებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

10. მოსარჩელე მიუთითებს, რომ დასახელებულ პირთა კატეგორიების C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა არ წარმოადგენს ისეთ ფინანსურ ტვირთს, რომელიც გადაწონის აღნიშნულ პირთა ჯანმრთელობის დაცვის ინტერესს იმ პირობებში, თუ გავითვალისწინებთ C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის მძიმე დაავადებების (ციროზი, ღვიძლის კიბო) განვითარების შეუქცევად საფრთხეს, ხოლო, მეორე მხრივ, საჭირო მედიკამენტებით ქვეყნის უფასო მომარაგების საკითხს.

11. მოსარჩელე მხარესაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის რეალურ და გარდაუვალ საფრთხეს, რომლის თავიდან აცილებაც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველზე, მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებითაა შესაძლებელი. შესაბამისად, სახალხო დამცველი ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას იმ პირთა მიმართებით, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ მკურნალობას.

12. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ სადავო მე-2 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტს გააჩნია ზემოაღნიშნულ პირთა ჯგუფის გამომრიცხავი ნორმატიული შინაარსი და, შესაბამისად, სადავო ნორმა ადგენს უფლებამზღუდავ წესს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის სწორედ აღნიშნული ნორმატიული შინაარსი უნდა შეაჩეროს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ადგენს უფლებააღმჭურველ წესს, სადავო ნორმის მოქმედება არ უნდა შეჩერდეს.

13. მოპასუხის განმარტებით, სადავო მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამომწურავად განსაზღვრავს C ჰეპატიტის პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიას დაქვეპუნქტი დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს პროგრამის სუბიექტების წრიდან გამომრიცხავ ნორმატიულ შინაარსს. მოპასუხე ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 28- მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტულად აქვს აღებული ვალდებულება, კანონით უზრუნველყოს მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ მედიკამენტების ღირებულება დღეის მდგომარეობით, მნიშვნელოვნად მცირეა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ ფინანსურ ხარჯებთან შედარებით. ასევე, რთულია განისაზღვროს ზუსტი რაოდენობა იმ პირებისა, რომლებიც შესაძლოა ჩაერთონ აღნიშნული პროგრამით სარგებლობაში, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების და კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა, პროგრამის ეფექტიან განხორციელებას შეუქმნას საფრთხე.

14. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ C ჰეპატიტის პროგრამა ითვალისწინებს თერაპიულ მკურნალობას, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პირს მძიმე ჩვენება აქვს, დგინდება ციროზი, კარცინომა, C ჰეპატიტის მედიკამენტით მკურნალობამ შესაძლოა, შედეგი ვეღარ გამოიღოს. აღნიშნულ გადაუდებელ შემთხვევებში, სახელმწიფოს ისედაც აქვს აღებული ვალდებულება, პირის მკურნალობაზე, კერძოდ, სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პირმა შესაძლოა, განაცხადით მოითხოვოს სამედიცინო მომსახურებასთან/დახმარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, მოქალაქეობისა თუ სამართლებრივი მდგომარეობის მიუხედავად.

  II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე.

2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამისმე-2 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის კონსტიტუციურობას. სადავო ნორმა ადგენს, რომ „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამითმოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა გამორიცხავს პროგრამით სარგებლობიდან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს, საქართველოში შრომითი ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს, ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსის და დროებითი დაცვის სტატუსის მქონე პირებს, რაც დისკრიმინაციულ მოპყრობას განაპირობებს.

3. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ სადავოქვეპუნქტს გააჩნია უფლებამზღუდავი შინაარსი და იგი გამორიცხავს მის მიერ დასახელებულ პირთა ჯგუფებს პროგრამით მოსარგებლე პირთა წრიდან. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ადგენს უფლებააღმჭურველ წესს და მას არ აქვს მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი, სასამართლომ დიფერენცირება უნდა აღმოფხვრას საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირთათვის „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამითსარგებლობის შესაძლებლობის გაუქმების გზით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მთავრობას უნდა განუსაზღვროს გონივრული ვადა სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად და სადავო საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად.

4. „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე პირების ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები; პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდებულები; აივ ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის HCV კოინფექციის მქონე ბენეფიციარები; პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები; ასევე ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიანსოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშიდა მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს და ვეტერანები.

5. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი მითითებული პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ ქვეპუნქტი. საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს შვიდ ქვეპუნქტს და ჩამოთვლის შვიდ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პროგრამის ბენეფიციარს. მოპასუხის განმარტებით, შესაძლებელია, რომ ერთი პირი სხვადასხვა საფუძვლით გახდეს პროგრამით მოსარგებლე, თუმცა ეს მისი რეფერირებისა და მკურნალობის პროტოკოლის გაწერისთვის არის გადამწყვეტი. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარიქვეპუნქტი ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს და არ გამორიცხავს სხვა პირების მიერ ამავე პროგრამით სარგებლობას, ვინაიდან ამ საკითხს სხვა ქვეპუნქტები არეგულირებს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პირები არ არიან სრულად მოკლებული შესაძლებლობას, ისარგებლონ C ჰეპატიტის პროგრამით.

6. „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი პირდაპირ მოიხსენიებს პროგრამის მოსარგებლედ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულებსა თუ მსჯავრდებულებს მოქალაქეობის მიუხედავად; „ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე შეიძლება იყვნენ საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, ასევე აღნიშნული სტატუსის მაძიებელი პირები, შესაბამისი სტატუსის მოპოვებამდე საჭირო პროცედურების განხორციელების ეტაპზე; საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტის სტატუსის მფლობელები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პრობაციონერები (სანამ მოეხსნებათ პრობაცია და დატოვებენ ქვეყანას); საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნის დიპლომატიურ მისიებში დასაქმებული პირები; საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პირები, მოქალაქეობის მიუხედავად; აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობა, მოქალაქეობის მიუხედავად. „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტიქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონის თანახმად, მიეკუთვნებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე, საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები. „ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლეები, საქართველოს მოქალაქეების გარდა არიან, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვა პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად. „ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლექვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126- დადგენილების თანახმად, შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე; პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირი; მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი; ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ ბინადრობის მოწმობას. „ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარგებლე, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებსაქართველოს კანონის თანახმად, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, შეიძლება იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; თავდაცვის ძალების ვეტერანები.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითდაცული თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის 2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-10). კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებითნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა იწვევს დიფერენცირებას - არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის 2/12/266 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე მაგული კუნჭულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სწორედ სადავო ნორმის საფუძველზეა იგი ჩაყენებული განსხვავებულ, უარეს რეჟიმში, არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთანმიმართება შეიძლება ჰქონდეს ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც მოსარჩელეს უზღუდავს რაიმეს ან სხვას აღჭურავს მისგან განსხვავებული უფლებით, რის საფუძველზეც, იგი ექცევა უთანასწორო რეჟიმში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის 2/6/623 საოქმო ჩანაწერი საქმეზე შპსსადაზღვევო კომპანია უნისონისაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7).

8. როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამისმე-2 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირების შესაძლებლობას, ისარგებლონ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით. ასევე, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პირები არ არიან სრულად მოკლებული შესაძლებლობას, ისარგებლონ C ჰეპატიტის პროგრამით და მათი, ისევე როგორც პროგრამის სხვა ბენეფიციარების პროგრამაში მონაწილეობის ფარგლები, განსაზღვრულიაC ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით. შესაბამისად, იმის განსაზღვრა, თუ რომელ პირთა კატეგორია ხვდება C ჰეპატიტის პროგრამით სარგებლობის მიღმა, შესაძლებელია, მხოლოდ მოსარჩელის მიერ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის სადავოდ ქცევის პირობებში. ამგვარად, მე-2 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი დამოუკიდებლად არ წარმოადგენს ისეთ ნორმას, რომელიც იწვევს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა დიფერენცირებას.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 1684 კონსტიტუციური სარჩელი, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტების საფუძველზე.

  III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, 21- მუხლის მე-2 პუნქტის, 25- მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43- მუხლის საფუძველზე,

  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1684 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინებას დაერთოს მოსამართლეებისირინე იმერლიშვილისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე

 ირინე იმერლიშვილი

 ხვიჩა კიკილაშვილი

 თეიმურაზ ტუღუში