დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 183 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017692 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. XXI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი XXI აქციზური მარკებით ნიშანდება და არააქციზური საქონლის მარკირება“. 2. 781 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 2201 და 2202 სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული წარმოებული/იმპორტირებული წყლები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები) და სასმელები (არაალკოჰოლური სასმელები), რომლებიც ჩამოსხმულია ნებისმიერი მოცულობის ჭურჭელში, გარდა სატრანსპორტო საშუალებაზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების გადასაზიდი ჭურჭლისა და იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე არაალკოჰოლური სასმელისა.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ არაალკოჰოლურ სასმელებზე, რომელთა საბოლოო მომხმარებლისთვის საცალო მიწოდება ხორციელდება შესაბამისი სასმელების წარმოების პროცესის დასრულებისთანავე, შეფუთვის გარეშე (ჩამოსასხმელი სახით).“; გ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაბრუნებული, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი.“. 3. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 65-ე პუნქტი: „65. ამ ინსტრუქციის 781 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ იმ არაალკოჰოლურ სასმელებზე, რომლებიც: ა) ჩამოსხმულია 20 ლიტრის და მასზე ნაკლები მოცულობის ჭურჭელში და წარმოებულია/იმპორტირებულია 2015 წლის 1 ნოემბრამდე; ბ) ჩამოსხმულია 20 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში და წარმოებულია/იმპორტირებულია 2023 წლის 1 ივლისამდე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები