დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.169.016533 |
|
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №30 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 15/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016321) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და არის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობა, გარე რეკლამის განთავსებასა და გარე ვაჭრობაზე ზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და მიწათსარგებლობის წესების დაცვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შედგენა. 2. დებულების მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მათ შორის მშენებლობის შეჩერების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“. 3. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის მე-14 პუნქტით და 2093 მუხლით (თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის საჭიროა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება) გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს; გ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები