დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016490 |
|
„ა(ა)იპ „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ა(ა)იპ – „არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №12 დადგენილებაში (01/05/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.152.016487) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მიზნით შექმნილი წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მიზნით შექმნილი წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) დებულება დანართის შესაბამისად.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მიზნით შექმნილი წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) დებულება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები