„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე მოძრავი სატვირთო მანქანებისათვის ელექტრონული ლუქების შემოღებისა და ელექტრონულლუქიანი სატვირთო მანქანების ტრანსპორტირების პირობების შესახებ“ ოქმი

დოკუმენტის ნომერი 56-123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 16/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016733
56-123
16/05/2023
ვებგვერდი, 01/06/2023
480610000.03.030.016733
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე მოძრავი სატვირთო მანქანებისათვის ელექტრონული ლუქების შემოღებისა და ელექტრონულლუქიანი სატვირთო მანქანების ტრანსპორტირების პირობების შესახებ“ ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურით და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი (შემდგომში ცალ-ცალკე „მხარედ“, ხოლო ერთობლივად „მხარეებად“ წოდებულნი),

2013 წლის 17 იანვარს ქ. ერევანში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სადახლო-ბაგრატაშენი“, „სადახლო-აირუმი“, „გუგუთი-გოგავანი“ და „ნინოწმინდა-ბავრა“ სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“ შეთანხმების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დებულებების შესაბამისად,

გამოთქვამენ რა მზადყოფნას, ხელი შეუწყონ დატვირთული მანქანების გადაადგილებას ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე,

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები მზად არიან გააძლიერონ ორმხრივი ადმინისტრაციული დახმარება საბაჟო ადმინისტრაციებს შორის მათი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით,

ითვალისწინებენ 2007 წლის 15 ოქტომბერს, ქ. ერევანში ხელმოწერილ „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმებას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

განმარტებები

ელექტრონული ლუქი – მოწყობილობა, რომელიც მონტაჟდება მხარეთა საბაჟო ორგანოების მიერ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გამოიყენება მხარეების მიერ სატრანსპორტო საშუალების მიკვლევადობისა და მასზე დადებული ლუქის მთლიანობის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის მყისიერი მიღების მიზნით.

მუხლი 2

ზოგადი დებულებები

1. მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ ელექტრონული ლუქები სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც მოძრაობენ მხარეთა ქვეყნების ტერიტორიების გავლით, მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ ნება დართონ მათი ქვეყნების ტერიტორიებს შორის იმ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას ელექტრონული ლუქის თანხლებით, რომლებიც ახორციელებენ საქონლის გადაზიდვას ტრანზიტის საბაჟო პროცედურით, ამ ოქმის მე-3 მუხლის პირობების შესაბამისად.

მუხლი 3

ელექტრონულლუქიანი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების პირობები მხარეების სახელმწიფო ტერიტორიების გავლით

1. ელექტრონული ლუქები შესაძლოა დამონტაჟდეს ტრანზიტის საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებებზე ერთ-ერთი მხარის გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ.

2. თუ დანიშნულების/გაგზავნის ტერიტორია ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაა, მეორე მხარემ შეიძლება დაუშვას დალუქული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მისი ტერიტორიის გავლით. თუმცა, მხარის საბაჟო ორგანო ინარჩუნებს ლუქის მოხსნის უფლებას საბაჟო კონტროლის მიზნებისათვის, მხარეების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

3. თითოეულმა მხარემ შესაძლოა უზრუნველყოს მეორე მხარის წვდომა მის მიერ გამოყენებული ელექტრონული ლუქების მონიტორინგისა და მიკვლევადობის სისტემაზე, რათა მოიპოვოს ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ამ ოქმის შესაბამისად დამონტაჟებული ელექტრონული ლუქები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო კონტროლი განხორციელდება მხარეების მიერ მიკვლევადობისა და ელექტრონული ლუქების მთლიანობის შენარჩუნების შესახებ ინფორმაციის მოპოვებით, ამავე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სისტემის მეშვეობით, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 4

განხორციელება

ოქმის გამოყენებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები მიიღებენ დოკუმენტს ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.

მუხლი 5

დავების მოგვარება

ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება წინამდებარე ოქმის განმარტებასა ან შესრულებასთან დაკავშირებით, გვარდება მეგობრულად მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის, დიპლომატიური არხებით, მოლაპარაკებისა ან კონსულტაციის გზით.

მუხლი 6

ცვლილებები

წინამდებარე ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ცალკე დოკუმენტების სახით, რომელიც ძალაში შედის წინამდებარე ოქმის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად და წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 7

ძალაში შესვლა და შეწყვეტა

1. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

2. წინამდებარე ოქმი გაფორმებულია 10 წლის ვადით და ავტომატურად განახლდება შემდგომი 10-წლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ოქმი მეორე მხარისათვის თავისი განზრახვის შესახებ, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. აღნიშნულ შემთხვევაში, ოქმი წყვეტს მოქმედებას ასეთი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

ეს ოქმი შედგენილია ქ. თბილისში, 2023 წლის 16 მაისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ამ ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)

სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის  სახელით

(ხელმოწერილია)