„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 391
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.157.016495
391
25/05/2023
ვებგვერდი, 30/05/2023
020080000.35.157.016495
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №391

2023 წლის 25 მაისი 

ქ. თეთრიწყარო

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების  საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №125 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. ვებგვერდი, 02/07/2015, სარეგ. კოდი: 020080000.35.157.016229):

1. დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ საჯარიმო  ქვითრის  შევსებისა და გამოყენების წესის“ (დანართი №2)  მესამე მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უფლებამოსილი პირი  საჯარიმო ქვითარს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.  თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საამისოდ უფლებამოსილმა პირმა,  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული  „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ საჯარიმო  ქვითრის  შევსებისა და გამოყენების წესის“ (დანართი №2)  მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება,  კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლია გაასაჩივროს ეს დადგენილება  მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული 10-დღიანი  ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც მიღებულია დადგენილება,  შეიძლება აღადგინოს საჩივრის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ (თანამდებობის პირმა).

3. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.“.

3. შეტანილი იქნეს ცვლილება დადგენილების დანართი №6-ში – „საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა“ და დამტკიცდეს  თანდართული რედაქციით.

4. შეტანილი იქნეს ცვლილება დადგენილების   დანართი № 7-ში – „სააღსრულებო ფურცელი“  და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი 6

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

 

                  ნაწილი  I               

     საჯარიმო ქვითარი          

                              

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  №000000                      ბ. ა.

1. შედგენის თარიღი:   ---------------------------------------------                            2. შედგენის ადგილი:      ------------------------------                                                             (რიცხვი, თვე, წელი)

3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. დამრღვევის მონაცემები: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                 ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი);               

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

         იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) 

5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი:  ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6.1. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია     საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის    --------------- მუხლის ----------------------- ნაწილით,  რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას  -------------------      ლარის ოდენობით.

6.2. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის     --------------------------     მუხლის   --------------- ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას    ----------------------      ლარის ოდენობით.

7.   ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                        მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები

8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვ. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------(ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვ. დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)

9. მიმღები მოლარე: --------------------------------------------------            ---------------------------------------------------------

                                       (ხელმოწერა და თარიღი)                       (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)

მოწმის ხელმოწერა:   -----------------------------------------------------------------------------------------------------------------   

ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: --------------------------------------------------------------------------------------------------სამართალდამრღვევი:  ---------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                           (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი  უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს  საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს  მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).

მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით  გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ.

საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით  განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის  უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  დამკვეთი:                                                                               დამამზადებელი:          

  მისამართი:                                                                             სემგს-ს რეგისტრაციის  №                                                                 

                 ნაწილი II 

საჯარიმო ქვითრის ყუა

  № 0 0 0 0 0 0

(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)

1 . -------------------------------------------------------            გადამხდელის სახელი და გვარი)

 

2.   ---------------------------------------------------------                 (გადამხდელის მისამართი)

 

3.   ----------------------------------------------------------                                (ჯარიმის ოდენობა) 

 

4.1.------------------------------------------------(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)

 

4.2. ------------------------------------------------------  (ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი)

 

5. --------------------------------------------------------------   (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)

 

6.   ------------------------------------------------------------     

    (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი

 

7. მიმღები მოლარე:  --------------------------------------             

                                     (ხელმოწერა)

8.    შემომტანი: ---------------------------------------------                                      ( ხელმოწერა)

 

             ---------------------------------------  ბ. ა.

 

თარიღი:   -----------------------------------------------                                                                                           (რიცხვი, თვე და წელი)

 

საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების  ან საჯარიმო თანხის  შემომტანის მიერ.

 

 

 

 


დანართი 7 

სააღსრულებო ფურცელი     

--------------------------------------                                                            -----------------------------------------

 (ს/ფ გაცემის ადგილი)                                                                          (ს/ფ გაცემის თარიღი)

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(აღსრულების ფურცლის გამცემი)

სააღსრულებო ფურცელი გაიცა: ----------------------------------------------------------------------------                                      

(დამრღვევის გვარი, სახელი, პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დარღვევის არსი და დარღვევის ადგილი)

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                               

(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)

საჯარიმო ქვითარის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კრედიტორი: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(კრედიტორის დასახელება და  რეკვიზიტები (საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, საკ. მონაცემები)

 

 

             -------------------------------------------------                                                                    ბ.ა.

აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერა