დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 181 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017691 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 252 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) ,,ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე-მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საშეშე მერქანზე – ხე-ტყის დამზადების შედეგად, მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან მიღებული 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), საშეშე მერქნის, ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების/ბრძანების ან/და სხვა დოკუმენტის საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები; ბ) ხე-მცენარის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები; გ) იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; დ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მრგვალი ხე-ტყის (მორი), საშეშე მერქნის, ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; ე) საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრებით მიღებული ხე-ტყის (მორის) ან/და საშეშე მერქნის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მრგვალი ხე-ტყის (მორის), საშეშე მერქნის, ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება; ზ) საშეშე მერქნის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.“; გ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის: ა) საშეშე მერქნის, აგრეთვე დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშის ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) იმპორტირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას; დ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“; დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე; ბ) ხე-ტყის მომპოვებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტყიდან დანიშნულების ადგილამდე (პირველადი დასაწყობების ან პირველად გადამამუშავებელ ობიექტამდე) ტრანსპორტირებისას; გ) თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ხე-მცენარეებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობით ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით ხე-მცენარეების მისი მესაკუთრის მიერ ტრანსპორტირებისას, გარდა მიწოდებისა; დ) აუქციონის შედეგების შესახებ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას; ე) ერთხელ უკვე გამოყენებული (მეორადი) ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას; ვ) მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას, ამ ინსტრუქციის 253 მუხლის შესაბამისად. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შედგეს ამავე ქვეპუნქტში მითითებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. მიღება-ჩაბარების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება შედგენიდან არაუმეტეს 24 საათისა. ამასთან, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბრძანება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე არ წარმოადგენს ზედნადების გარეშე მერქნული რესურსის ტრანსპორტირების საფუძველს.“. 2. 112-ე მუხლის 63-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 64-ე პუნქტი: „64. ამ ინსტრუქციის 271 მუხლის მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია 2023 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული, ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და წესით, არაუგვიანეს 2023 წლის 15 ივლისისა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 15 ივნისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები