„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 11604
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 25/05/2023
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016696
11604
25/05/2023
ვებგვერდი, 30/05/2023
000000000.00.00.016696
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №11604

2023 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 9. მსხვილ გადამხდელთა ოფისი

1. მსხვილ გადამხდელთა ოფისი ახორციელებს მსხვილი გადასახადის გადამხდელის კატეგორიის მქონე პირების მიმართ:

ა) ამ დებულების მე-8 და 9​​1 - 9​​3 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

ბ) კონსულტაციის გაწევას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

გ) საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაცია, გაანგარიშება, ცნობა) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას, მათ შორის, მათი შევსების ტექნიკურ საკითხებზე დახმარების გაწევას, გარდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრისა;

დ) სამართალდარღვევის ოქმებსა და შემოწმების აქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას;

ე) საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზს, რისკის ფაქტორების განსაზღვრას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით, მსხვილ გადამხდელთა ოფისი უფლებამოსილია, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილის დათვალიერება და ეკონომიკური საქმიანობის პროცესის შესწავლა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე

სამასახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა კილაძე