„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 50/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018305
50/ნ
23/06/2023
ვებგვერდი, 26/06/2023
430210000.22.022.018305
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №50/ნ

2023 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017282) დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/ სერიის გრიფირების წესის” მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) სახელმძღვანელოს მაკეტში შემავალი ნაწარმოების ავტორის სახელი, გვარი ან/და ფსევდონიმი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იმ შემთხვევაში, თუ ნაწარმოების ავტორი თავად არ არის სახელმძღვანელოს მაკეტის ავტორი“.

მუხლი 2
2023 წელს სახელმძღვანელოს მაკეტისთვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, განმცხადებელმა ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია სამინისტროს წერილობით წარუდგინოს, გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი