„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7/15
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016567
7/15
29/05/2023
ვებგვერდი, 30/05/2023
010250020.35.111.016567
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №7/15

2023 წლის 29 მაისი

ქ. ფოთი

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების,  სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური  წახალისების  (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის №4/15 დადგენილებაში  (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 21/04/2022 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016513), კერძოდ:

1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

განათლების მუშაკებზე მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცემა წელიწადში ერთხელ:

ა) საჯარო ან კერძო სკოლის წლის საუკეთესო  მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 625 ლარისა;

ბ) საჯარო ან კერძო სკოლის დამსახურებულ  მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 625 ლარისა;

გ)  სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 625 ლარისა;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის წლის საუკეთესო  მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 625 ლარისა;

ე) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების წლის საუკეთესო აღმზრდელ-პედაგოგებზე, არაუმეტეს –625 ლარისა;

ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დამსახურებულ აღმზრდელ-პედაგოგებზე,  არაუმეტეს – 625 ლარისა;“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცეს მატერიალური წახალისება (ჯილდო) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასის წარჩინებულ მოსწავლეებზე, წელიწადში ერთხელ  არაუმეტეს - 375 ლარისა.

2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცეს მატერიალური წახალისება (ჯილდო) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებულ პირზე წელიწადში ერთხელ  არაუმეტეს - 375 ლარისა.“.

3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის  მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურისა  და  ხელოვნების   მუშაკებზე, რომელთაც აქვთ  საიუბილეო თარიღი, კერძოდ:

ა) ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაბადებიდან 50 წლის შესრულების და შემდეგ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 625 ლარისა;

ბ) ღვაწლმოსილ მოღვაწეთა კულტურისა და ხელოვნების სფეროში საქმიანობიდან 30 წლის შესრულების და შემდეგ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 625 ლარისა;“.

4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის  მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 11

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დამსახურებულ საზოგადო მოღვაწეებზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცეს არაუმეტეს 625 ლარისა.“.

5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის  მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 14

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცეს მატერიალური წახალისება (ჯილდო) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურისა  და  ხელოვნების დამსახურებულ მუშაკებზე  წელიწადში ერთხელ არაუმეტეს - 625 ლარისა.“.

6. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის  მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცეს სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯებულ ახალგაზრდებზე არაუმეტეს 375 ლარისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა