„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75-IIს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 29/05/2023
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.056.016108
75-IIს
29/05/2023
ვებგვერდი, 30/05/2023
010240010.30.056.016108
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 20.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.30.056.016064) მე-18 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:

„ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;“;

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ​2“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება უნდა მოიცავდეს იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის დასაბუთებას ან/და იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, შეიძლება ნორმატიული აქტის მიღებამ მოახდინოს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, ნორმატიული აქტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის, იგი ამის შესახებ განმარტებითი ბარათის შესაბამის ნაწილში აღნიშნავს. ნორმატიული აქტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით:

ა) დგინდება ახალი ან/და სპეციფიკური უფლებები, ვალდებულებები ან შესაძლებლობები, რომლებიც ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ გაუჩნდება ქალს ან მამაკაცს დიფერენცირებულად ან/და უთანასწოროდ;

ბ) ხორციელდება ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობს ნორმატიული აქტის პროექტიდან და უთანასწოროდ ზღუდავს ან უწყობს ხელს ქალისთვის ან მამაკაცისთვის განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ძალადობისგან დაცვის, შემოსავლებისა და სხვა სიკეთის, აგრეთვე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის დიფერენცირებულ ან/და უთანასწორო ხელმისაწვდომობას;

გ) ნორმატიული აქტის პროექტს აქვს ქალისა და მამაკაცის სამართლებრივ ან ფაქტობრივ თანასწორობაზე სხვა მოსალოდნელი გავლენა.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ​2“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება შეიძლება მოიცავდეს იმ შესაბამის ფაქტებზე, ინფორმაციის წყაროებზე ან/და მტკიცებულებებზე მითითებას, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შეფასება და რომლებითაც ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი/ინიციატორი ხელმძღვანელობდა.“.


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

 

ბათუმი,

29 მაისი 2023 წ.

N75-IIს