„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024029
196
29/05/2023
ვებგვერდი, 29/05/2023
470230000.10.003.024029
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №196

2023 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):

1. მე-20 მუხლს 55 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 56   პუნქტი:

„56. სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია  უსასყიდლოდ უზრუნველყოს სტაციონარულ (მათ შორის, დღის სტაციონარსა და ემერჯენსში) დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებულ  პაციენტებში  COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით.“.

2.  22-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ე1“ ქვეპუნქტებითა და დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“ და „ბ.ე1“ ქვეპუნქტებით, დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ (გარდა კომპიუტერული ტომოგრაფიისა, რომელიც ანაზღაურდება ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად), „ბ.დ“, „ბ.ე“ და „ბ.ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის − 1,07 ლარს (მათ შორის, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის − 0,25 ლარს);“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“ და „ა.ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის − 1,29 ლარს (მათ შორის, დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში მითითებული სისხლის საერთო ანალიზისა და შარდის საერთო ანალიზისათვის – 0,25 ლარს).“.

3. №1.1 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს:

ა) „ა.ა.ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა.კ“ ქვეპუნქტი:

„ა.ა.კ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;“;

ბ) „ა.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე1“ ქვეპუნქტი:

„ა.ე1) COVID-19-ის შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცულ პირებში COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით.“.

4. №1.3 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“):

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის:

ა.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმისა და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, პალიატიური მზრუნველობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში); COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;“;

ა.ბ) „ბ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე1“ ქვეპუნქტი:

„ბ.ე1) COVID-19-ის შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცულ პირებში COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის:

ბ.ა)  „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმისა და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, პალიატიური მზრუნველობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში);  COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;“;

ბ.ბ) „ბ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე1“ ქვეპუნქტი:

„ბ.ე1) COVID-19-ის შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცულ პირებში COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით;“.

5. 1.4 დანართის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა.კ“ ქვეპუნქტი:

„ა.ა.კ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;“;

ბ) „ა.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე1“ ქვეპუნქტი:

„ა.ე1) COVID-19-ის შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცულ პირებში COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 22 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი