დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7/14 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016566 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №14/49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26.12.2022, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016552) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 37 375.0 ათასი ლარით: ათას ლარში
“ ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 9 624.7 ათასი ლარით: ათას ლარში
“ გ) მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 31 269.8 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 10 249.7 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა 10 849.7 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება 600.0 ათასი ლარით: ათას ლარში
ათას ლარში
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს შემდეგი რეადაქციით: ათას ლარში
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -4 144.5 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 6 105.2 ათასი ლარით: ათას ლარში
“ დ) მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებები. ათას ლარში
მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, ქალაქის ქუჩების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების და ნარჩენების მართვის სხვა ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარადმწვანე მცენარეების, ბუჩქების, ერთწლიანი ყვავილების და სხვა ნარგავების დარგვა, მათი მოვლა, ახალი გამწვანების ზონების შექმნა, სკვერებისა და ქალაქის ქუჩების მწვანე საფარის გათიბვის სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია. ათას ლარში
“
ე) მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 2023 წელს ასევე დაფინანსდება ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული შენობის შიდა სარემონტო, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრის შენობის კაპ.შეკეთების, ფოლკლორის ცენტრისა და ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული შენობების სახურავების კაპ. შეკეთების, მინი სპორტული მოედნებისა და საფეხბურთო კლუბის „კოლხეთი-1913“ ბაზის კაპ. შეკეთება-რეაბილიტაციის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზის კაპ.შეკეთების სამუშაოები. ათას ლარში
მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს შეჭირვებული მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ათას ლარში
მუხლი 18. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და თავდაცვის (სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის ხარჯები) შენახვის ხარჯები. პრიორიტეტი ასევე მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის ხარჯებს. ამავე პრიორიტეტიდან დაფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა) დაფარვა და მუნიციპალური არქივის მომსახურების ხარჯები. ათას ლარში
“ ვ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 20. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
“ ზ) 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებიდან (პროგრამული კოდი 05 01 02) წლის განმავლობაში წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების მატერიალური წახალისება (ჯილდო) განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებიდან (პროგრამული კოდი 05 01 02) „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო) წარმატებული სტუდენტებისათვის“ გაცემა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. მუხლი 31. კულტურული ღონისძიებებიდან (პროგრამული კოდი 05 02 02) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისება (ჯილდო) განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. მუხლი 32. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები, კერძოდ: ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები – ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; ბ) მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობა – საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) სამედიცინო დაწესებულებები; გ) მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა - საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) აფთიაქები; დ) სასმელი, სარეკრეაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევა - შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“; ე) ფოთის სატრანსპორტო კომპანიის სუბსიდირება - შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“; ვ) რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა - სსიპ „ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“; ზ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - ფოთისა და ხობის ეპარქია; თ) შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად – ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“; ი) შინმოვლის სერვისი – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი"; კ) უფასო კვებით უზრუნველყოფა – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი"; ლ) ინფრასტრუქტურული სერვისების მომსახურება – ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“; ა(ა)იპ „ქალაქის-ფოთის ცენტრალური პარკი“; მ) ბავშვთა ცენტრის ხელშეწყობა – ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ბავშვთა ცენტრი“; ნ) საქმიანობათა ცენტრი ფოთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის – ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“; ო) ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდის“ დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად – ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“. “ |
მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 29 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები