დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 917 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.017406 |
|
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016983) დამტკიცებული ინსტრუქციის 59-ე მუხლის:
ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს მექანიკური (პირადი) ხელმოწერის, ფაქსიმილეს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სათანადო ტექნიკური საშუალების გამოყენებით. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მონაწილეობით დადებულ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას ხელმოწერის დამმოწმებელი პირი ვალდებულია წაუკითხოს მას გარიგების ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს მასში. უსინათლო პირის მოთხოვნის შემთხვევაში გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე, რომელიც ხელმოწერის დამმოწმებლის თანდასწრებით აცნობს გარიგების ტექსტს უსინათლო პირს. ფაქსიმილეს საშუალებით გარიგებაზე ხელის მოწერისას ხელმომწერმა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო დოკუმენტი ფაქსიმილეს ნამდვილობის თაობაზე. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი უფლებამოსილია გარიგებაზე ხელის მოწერა მიანდოს სხვა პირს, რომლის ხელმოწერა ოფიციალურად უნდა დამოწმდეს ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაში გარიგების ტექსტში უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა პირმა გარიგებას ხელი ვერ მოაწერა. 5. თუ გარიგების მონაწილე უსინათლო პირს აქვს ბრაილის შრიფტით კითხვის უნარი, ამ შემთხვევაში, მისი სურვილისამებრ, შესაძლებელია ამ შრიფტის გამოყენებით შედგენილ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმება. ბრაილის შრიფტის გამოყენებით შედგენილ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას გამოიყენება მინისტრის მიერ დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით თარჯიმნის მიმართ დადგენილი წესები. გარიგების მონაწილე უსინათლო პირის მოთხოვნის შემთხვევაში გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს მექანიკური (პირადი) ხელმოწერის, ფაქსიმილეს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სათანადო ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ბრაილის შრიფტის გამოყენებით დადებული გარიგება უნდა დაერთოს ბრტყელი შრიფტის გამოყენებით დადებულ გარიგებას.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. იმ პირს, რომელიც გარიგებას ხელს თვითონ ვერ მოაწერს წერა-კითხვის არცოდნის ან ხანგრძლივი ან შეუქცევი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა მის მიერ მოწვეულ სხვა პირს მიანდოს. ამ პირის ხელმოწერა ოფიციალურად უნდა დამოწმდეს ხელმოწერის დამმოწმებელი პირის მიერ. ამასთანავე, გარიგების ტექსტში უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა პირმა გარიგებას ხელი ვერ მოაწერა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები