დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 402 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 25/06/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/08/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.250.000.11.117.006.531 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.250.000.11.117.006.531
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №402
2004 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №299 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №299 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ., №53, მუხლი 450) დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საოლქო ინსპექციის უფროსს ჰყავს არა უმეტეს ორი მოადგილისა, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.“
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები