„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის N124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 42/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018297
42/ნ
31/05/2023
ვებგვერდი, 31/05/2023
040030000.22.022.018297
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის N124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №42/ნ

2023 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016644) პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების:

ა) 25-ე მუხლის:

ა.ა) მე-6  პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ემერიტუსის წოდება აკადემიური პერსონალიდან შეიძლება მიენიჭოს  65 წლის ასაკიდან 75 წლის ასაკამდე  პირს, რომელსაც  უნივერსიტეტში ორჯერ მაინც  ეკავა/უკავია პროფესორის თანამდებობა ან ერთხელ მაინც აქვს ატესტაცია გავლილი. ემერიტუსის წოდების მინიჭების დამატებითი პირობები  განისაზღვრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.“;

ბ) 29-ე მუხლის:

ბ.ა) ,,ე1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) ,,ე ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე2 ქვეპუნქტი:

„ე2) ემერიტუსის წოდების მინიჭება“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი