ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დოესის ქუჩისთვის დიპლომატის რუსუდან მიქელაძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დოესის ქუჩისთვის დიპლომატის რუსუდან მიქელაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 237
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016785
237
19/05/2023
ვებგვერდი, 29/05/2023
000000000.00.101.016785
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დოესის ქუჩისთვის დიპლომატის რუსუდან მიქელაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №237

 2023 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დოესის ქუჩისთვის დიპლომატის  რუსუდან მიქელაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ისნის რაიონში, დოესის ქუჩას მიენიჭოს დიპლომატის – რუსუდან მიქელაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                    გიორგი ტყემალაძე