„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე

„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3005-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016741
3005-XIმს-Xმპ
31/05/2023
ვებგვერდი, 05/06/2023
480140000.09.001.016741
„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე

      საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს კუმამოტოს 2013 წლის 10 ოქტომბრის „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენცია“.

2. „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი დეკლარაციები:

ა) დეკლარაცია №1 – კონვენციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტთან   დაკავშირებით:

კონვენციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველო ამ პუნქტში მითითებულ დავის გადაწყვეტის ორივე საშუალებას აღიარებს სავალდებულოდ ნებისმიერი მხარის მიმართ, რომელიც აღიარებს დავის გადაწყვეტის ერთ-ერთ ან ორივე საშუალებას;

ბ) დეკლარაცია №2  კონვენციის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტთან   დაკავშირებით:

საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად  კონვენციის დანართში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება საქართველოსთვის ძალაში შევა  მხოლოდ კონვენციის  რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების ან კონვენციასთან შეერთების სიგელის დეპონირების შემდეგ;

გ) დეკლარაცია №3  კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით:

საქართველო აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთის მიმართ, რომლებიც  რუსეთის ფედერაციის უკანონო სამხედრო აგრესიის შედეგად მის მიერ არის ოკუპირებული, კონვენციისა და მისი დანართების გამოყენება დაიწყება ამ რეგიონებში – ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის დე ფაქტო სრულად აღდგენის შემდეგ.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N3005-XIმს-Xმპ