ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩების მონაკვეთებისთვის მფრინავის ნინა ხუბულავას სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩების მონაკვეთებისთვის მფრინავის ნინა ხუბულავას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 235
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016783
235
19/05/2023
ვებგვერდი, 29/05/2023
000000000.00.101.016783
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩების მონაკვეთებისთვის მფრინავის ნინა ხუბულავას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №235

2023 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩების მონაკვეთებისთვის  მფრინავის ნინა ხუბულავას სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩების მონაკვეთებს მიენიჭოს მფრინავის ნინა ხუბულავას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                          გიორგი ტყემალაძე