ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ალექსი გობრონიძის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის ინჟინრის ბარბარე ბაირამაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ალექსი გობრონიძის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის ინჟინრის ბარბარე ბაირამაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 230
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016778
230
19/05/2023
ვებგვერდი, 29/05/2023
000000000.00.101.016778
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ალექსი გობრონიძის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის ინჟინრის ბარბარე ბაირამაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №230

2023 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

ალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ალექსი გობრონიძის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის  ინჟინრის    ბარბარე ბაირამაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. გლდანის რაიონში, ალექსი გობრონიძის ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს  ინჟინრის  – ბარბარე ბაირამაშვილის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                       გიორგი ტყემალაძე