„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.017359
30
25/05/2023
ვებგვერდი, 25/05/2023
010340000.22.034.017359
„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №30

2023 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 010340000.22.034.016500) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი – სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვს პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის (გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრებისა) და მათი აპარატების საქმიანობის კოორდინაციის ფუნქცია;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომ – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი) – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისა) მივლინებული მეკავშირე ოფიცრის საქმიანობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი;“;

ბ)ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (შემდგომ – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის საქმიანობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი დაწესებულება.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი ინიშნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის/დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.“;

ბ) მე-7 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისთვის (გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისა) შესაბამისი დავალებებისა და მითითებების გაცემასა და კოორდინაციაზე უფლებამოსილი პირები არიან:“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისთვის შესაბამისი დავალებებისა და მითითებების გაცემასა და კოორდინაციაზე უფლებამოსილი პირები არიან:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირი;

ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოპერატიული დაქვემდებარების ფარგლებში;

გ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი.“.

3. მე-4 მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის (გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისა) უფლებამოსილებაა:“.

4. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის უფლებამოსილება

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის უფლებამოსილებაა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების შესახებ ტაქტიკური მემორანდუმის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მიღება და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ჩართულობის ხელშეწყობა აღნიშნული ოპერაციის მხარდასაჭერად;

ბ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გეგმიური და საიდუმლო ინფორმაციის დადგენილი წესითა და საშუალებებით მიწოდების უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინტერესების წარმოდგენა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში;

დ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე სხვა ოფიციალური დავალებების შესრულებაში ჩართვა, თუკი ასეთი დავალებები ხელს არ შეუშლის მასზე დაკისრებული ძირითადი მოვალეობების შესრულებას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

ე) საკუთარი საქმიანობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის ანგარიშის წარდგენა;

ვ) სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირებისგან მიღებული დავალებებისა და მითითებების შესრულება;

ზ) დიდ ბრიტანეთში/ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობა;

თ) დიდ ბრიტანეთში/ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში სამსახურებრივი მივლინებით მყოფ სამინისტროს წარმომადგენელთათვის კოორდინაციის გაწევა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა;

ი) დიდ ბრიტანეთში/ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში სწავლების მიზნით მივლინებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეების წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტაში ხელშეწყობა;

კ) შესაბამისი უწყებების მიწვევით მიღებებსა და სხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრება;

ლ) სამსახურებრივი და ფინანსური ანგარიშვალდებულების შესრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის/დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ზედიზედ ორჯერ როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა მოსამსახურემ მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროს სისტემაში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წელი.“.

6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების მოსამსახურეთა მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტრო, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისას – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

7. 81 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის დროებით გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვა-უსაფრთხოების ხარჯები (პარკირება, დაზღვევა და სხვა შესაბამისი ხარჯები) შეიძლება ანაზღაურდეს სამინისტროს მიერ, ხოლო, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის შემთხვევაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ, შესაბამისი მომართვის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური