„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2023
ძალაში შესვლის თარიღი 20/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.034.017361
32
25/05/2023
ვებგვერდი, 25/05/2023
010240070.22.034.017361
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №32

2023 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ, 84, 23.06.2006, 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) მონიტორინგის სამმართველო.“.

2. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. მონიტორინგის სამმართველო

მონიტორინგის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას, დისციპლინური ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას, პრევენციას და სათანადო რეაგირებას;

ბ) ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს;

გ) გამოვლენილი ხარვეზების, შემოსული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას, შესაბამისი ცნობების/დასკვნების მომზადებასა და მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსისათვის წინადადებების წარდგენას;

დ) სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების მიზნით, გამოითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას სტრუქტურული ერთეულებიდან, აწარმოებს მიმოწერას შესაბამის დანაყოფებთან;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 20 ივნისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური