დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/200 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
|
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 23 მარტის N01/598, 01/597 და 2023 წლის 19 აპრილის №01/764, №01/761 განცხადებები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30.0 – კმ42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ლოტი III იწყება ქალაქ ლანჩხუთთან სამხრეთით (პკ 300+00), ჩრდილოეთით მიუყვება სამტრედია-ბათუმის რკინიგზას და სრულდება IV ლოტის დასაწყისთან - ნიგვზიანისა და ხაჯალიის სოფლებთან ახლოს (პკ 420+00). აღნიშნული პროექტი კვეთს მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს, რომლებიც ძირითადად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის (სოფლები: გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია). პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძე 12 კმ-ია. საპროექტო გზის გეომეტრიული პარამეტრები შერჩეულია სატრანსპორტო ნაკადის, საავტომობილო გზის დანიშნულების და რელიეფის გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ნორმების დაცვას. საავტომობილო გზაზე ჰორიზონტალურად მოსახვევი კუთხეების საერთო რაოდენობა 2-ს შეადგენს. აქედან ერთი, R=30.000m-იანი მოსახვევი მდებარეობს ლესის სატრანსპორტო კვანძთან, ხოლო მეორე, R=10.000m-იანი მოსახვევი მდებარეობს ნიგვზიანის სატრანსპორტო კვანძამდე. გამოყენებული მაღალმაჩვენებლიანი რადიუსები გამორიცხავს გარდამავალი მრუდების საჭიროებას. შესაბამისად, სავალ ნაწილზე განივი ქანობი ყოველთვის 2%-ია გვერდულის მიმართ. პროექტში გათვალისწინებული მიწის ვაკისის სიგანე შეადგენს 28.5 მეტრს. ყრილი ქანობი მერყეობს 1:1.5-დან 1:2.0-მდე (V:H), გეოტექნიკური კვლევით გათვალისწინებული ფერდის ქანობების შესაბამისად. მაგისტრალის მშენებლობამდე არ არის გათვალისწინებული ნიადაგის ფენის მოხსნა, რადგან ნიადაგის ფენა სუსტ გრუნტებში მეტი რეზისტენტობით გამოირჩევა. ამრიგად, გათვალისწინებულია მხოლოდ არსებული რელიეფის მოსწორება საიზოლაციო გეოტექსტილის მოწყობისა და დამაგრების დაწყებამდე, ყრილის მოწყობამდე. პროექტი ასევე ითვალისწინებს ყრილის ფერდებზე ნიადაგის ფენის მოწყობას, შემდეგ კი მოსწორებას და ბალახის დათესვას. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ: გიორგი ხელაძის (პ/ნ: №26001005805), თამარ ხელაძის (პ/ნ: №11001019394), დავით ხელაძის (პ/ნ: №11001023061), ნაირა ხელაძის (პ/ნ: №26001021058) და ნინო ხელაძის (პ/ნ: №26001033798) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში მდებარე 2313 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.08.43.166) ნაწილზე - 141 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; გიორგი მახარაძის (პ/ნ: №26001006682), ვაჟა მახარაძის (პ/ნ: №26001008753), ზაურ მახარაძის (პ/ნ: №26001008754), ზვიად მახარაძის (პ/ნ: №26001009433), თეიმურაზ მახარაძის (პ/ნ: №26001027111) და ნაირა დუმბაძის (პ/ნ: №26001032185) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაჯალიაში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად (საკადასტრო კოდი: 27.14.44.133); ლექსო კუკულაძის (პ/ნ:№01301111363) საკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლესაში მდებარე 779 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სრულად (საკადასტრო კოდი: 27.10.43.306); ზურაბ სარჯველაძის (პ/ნ: 26001038142), ლევან სარჯველაძის (პ/ნ: 26001004003), მარიამ სარჯველაძის (პ/ნ: 26001034690), მედეია სარჯველაძის (პ/ნ: 26001027608) და ნატალია სარჯველაძის (პ/ნ: 26001010479) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათში მდებარე 5826 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 1 907 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 27.09.42.120);
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათში მდებარე 5 826 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.09.42.120) თანამესაკუთრეები არიან: ზურაბ სარჯველაძე (პ/ნ: 26001038142), ლევან სარჯველაძე (პ/ნ: 26001004003), მარიამ სარჯველაძე (პ/ნ: 26001034690), მედეია სარჯველაძე (პ/ნ: 26001027608) და ნატალია სარჯველაძე (პ/ნ: 26001010479);
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
1. E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30.0 - კმ42.0 მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.4. ზურაბ სარჯველაძის (პ/ნ: 26001038142), ლევან სარჯველაძის (პ/ნ: 26001004003), მარიამ სარჯველაძის (პ/ნ: 26001034690), მედეია სარჯველაძის (პ/ნ: 26001027608) და ნატალია სარჯველაძის (პ/ნ: 26001010479) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათში მდებარე 5 826 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 27.09.42.120) ნაწილზე - 1 907 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი რომეო მიქაუტაძე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები